x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
მიხაელ შუმახერი კომიდან გამოვიდა!!!
image






















ლეგენდარული ავტომრბოლელს საავადმყოფოდან სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ...16 ივნისს სპორტსმენი კომიდან გამოვიდა.


გერმანელი ავტომრბოლელი, 7 გზის მსოფლიო ჩემპიონი "ფორმულა-1"-ში მიხეილ შუმახერი კომიდან გამოვიდა.სპორტსმენი გრენობლოდან სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ, ამის შესახებ პრესას შუმახერის მენეჯერმა საბინა კემმა აუწყა.


"მიხაელმა დატოვა CHU Grenoble-ის საავადმყოფო, რომ განაგრძოს რეაბილტაციის კურსი, იგი კომაში აღარ არის".-განაცხადა საბინამ.



აგრეთვე მან აღნიშნა, რომ ოჯახი მადლობას უხდის მთელ სამედიცინო პერსონალს, რომელმაც ძალისხმევა არ დაიშურეს სპორტსმენის გადარჩენისთვის, აგრეთვე მადლობას უთვლის მაშველებს, რომლებიც ტრაგედიის ადგილზე თავგამოდებით მუშაობდნენ.


"ოჯახი მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც მიხაელს გამოჯანმრთელება უსურევს და თბილი და გამამხნევებელი სიტყვებ არ დაიშურეს, მომავალში გთხოვთ გაგვიგოთ, შემდგომი რეაბილიტაცია საზოგადოების ჩარევის გარეშე წარიმართება".


შეგახსენებთ, რომ შუმახერმა მძიმე ტრამვა მიიღო 2013 წლის 29 დეკემბერს საფრანგეთის ალპებში, როდესაც თხილამურებით სრიალებდა.

სპორტსმენი იმის შემდეგ უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა.


პირველი პოზიტიური ნიშნები იანვრის ბოლოს გამოვლინდა, რამაც ექიმებს ბოლომდე ბრძოლის იმედი მისცა.image

0
52
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
52
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0