x
image
worldsport.ge
ინგლისის ნაკრების ფიზიოთერაპევტმა მუნდიალი დაასრულა

imageინგლისის ეროვნული ნაკრების ფიზიოთერაპევტი გარი ლევინი ხვალ სამშობლოში დაბრუნდება და კოჭის ოპერაციას გაიკეთებს. აღნიშნული ინფორაცია ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ დაადასტურა.
ვინც ინგლისის და იტალიის მატჩს მიადევნა თვალი, ყველას გემახსოვრებათ, სტარიჯის მიერ 37-ე წუთზე გატანილი გოლის შემდეგ, გარი ლევინი მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. როგორც აღმოჩნდა, გოლმა ისე გაახარა ინგლისის ნაკრების სამწვრთნელო შტაბის წევრი, რომ ხტუნაობისას კოჭის მოტეხვა მოახერხა.
როი ჰოჯსონმა განაცხადა, რომ ლევინისთვის მსოფლიო ჩემპიონატი უკვე დასრულდა. შედეგად, იტალიის წინააღმდეგ მატჩში, ინგლისის ნაკრებმა სამ ქულასთან ერთად ფიზიოთერაპევტიც დაკარგა.
გიორგი ბალახაძე
www.worldsport.ge


0
21
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0