x
image
worldsport.ge
მესის ნეიმარის წინააღმდეგ თამაში სურს

imageარგენტინის ეროვნული ნაკრების და კატალონიის "ბარსელონას" თავდამსხმელ ლიონელ მესის მუნდიალის ფინალში გასვლა და ნეიმარის წინააღმდეგ თამაში სურს.
"მინდა ოცნება ავისრულო და ფინალში ვითამაშო. ამავდროულად ვიმედოვნებ, რომ ფინალში ნეიმარის წინააღმდეგ ვითამაშებ. ჩვენ ტურნირის დაწყებას მოუთმენლად ველოდებით. ვფიქრობ, რომ წინა მუნდიალზე დაშვებულ შეცდომებს აღარ გავიმეორებთ და წარმატებულად ვიასპარეზებთ." _ განაცხადა მსოფლიოს ოთხგზის საუკეთესო ფეხბურთელმა.
დიდი ალბათობით, არგენტინის და ბრაზილიის ეროვნული ნაკრებები მუნდიალზე საკუთარ ჯგუფებში პირველ ადგილს დაიკავებენ და პლეი ოფში წარმატებული გამოსვლის შემთხვევაში მათი გზები ფინალში გადაიკვეთება.

გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
30
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
30
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0