x
მეტი
  • 05.05.2024
  • სტატია:134634
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508796
,,სამოქალაქო კონტროლი უკანონო მოსმენებს“

dvv internetionalქალბატონებო და ბატონებო,

სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაცია (DVV International) ყოველი თვის 15 რიცხვში ატარებს საჯარო დისკუსიებს აქტუალურ საკითხებზე, რომელთა მიზანია, საზოგადოების სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლება და აქტიური სამოქალაქო პოზიციის ჩამოყალიბება. პროექტის პარტნიორებია: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (CIU) და არასამთავრობო ორგანიზაციები „ლიბერალური განათლების ქართულ-ამერიკული ინიციატივა“ (AGILE) და „შენ დემოკრატიისთვის“. დამატებითი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ ფეისბუკის გვერდზე: https://www.facebook.com/DiscussionsDvvGeorgia

შემდეგი ასეთი დისკუსია თემაზე: “სამოქალაქო კონტროლი უკანონო მოსმენებს“ გაიმართება კვირას, 15 ივნისს 18:00 საათზე DVV International-ის ოფისში (იხილეთ თანდართული რუკა).

მომხსენებლის რანგში დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ ბატონი ზვიად ქორიძე, ჟურნალისტი, ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი და ქალბატონი სოფო ვერძეული, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი. დისკუსიას მოდერირებას გაუწევს ქალბატონიქეთევან ვასაძე, ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახლემწიფო უნივერსიტეტის ლექტორი.




საზოგადოება პასუხს ითხოვს ერთ მნიშვნელოვან კითხვაზე, გრძელდება თუ არა უკანონო მოსმენები? ხელისუფლება მიყურადების ფაქტებს უარყოფს, ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი კი დარწმუნებულია, რომ მოქალაქეებს ისევ უსმენენ. ერთადერთი გამოსავალი, შექმნილ ვითარებაში, სწორი კანონმდებლობის ჩამოყალიბებაა, რომელიც მკაცრად რეგლამენტირებულ ჩარჩოებს დაუწესებს სახელმწიფოს მიერ ასეთი საშუალებების გამოყენებას. საქართველოს მთავრობამ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად შეიმუშავა და პარლამენტს განსახილველად წარუდგინა კანონპროექტი, რომელმაც მკაცრად უნდა დაარეგულიროს ეს საკითხები.

ამ თემაზე სასაუბროდ გიწვევთ დისკუსიაზე DVV International-ის ოფისში და მოხარული ვიქნებით, თუ გამონახავთ დროს და ჩვენთან ერთად არაფორმალურ გარემოში, შინაარსიანად და კომფორტულად გაატარებთ საღამოს.

წინასწარ მადლობას გიხდით და დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიდასტუროთ თქვენი მონაწილეობა ელ. ფოსტის, ფეისბუკის ან სატელეფონო ზარის საშუალებით.

პატივისცემით

DVV International -ის დისკუსიების საორგანიზაციო ჯგუფი

საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ.: 225 1752
593 512 287
ელ. ფოსტა: info@dvv-international.ge
chabukiani@dvv-intenational.ge
ინტერნეტი: https://www.facebook.com/DiscussionsDvvGeorgia?fref=ts
http://dvv-international.ge/

DVV International-ის ოფისი
თბილისი, ყიფშიძის ქ. 20
მე-2 სადარბაზო, მე-3 სართული

(თურქეთის საელჩოს უკან, ირანის საელჩოს კულტურის ცენტრის გვერდით)









0
20
1-ს მოსწონს
ავტორი:ლიზა მეტრეველი
ლიზა მეტრეველი
20
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0