x
image
worldsport.ge
"ნაპოლი" კალეხონს 18 მილიონად შეელევა

imageბრიტანული პრესის ინფორმაციით, იტალიური "ნაპოლი" მზადაა ესპანელ ნახევარმცველ ხოსე კალეხონს 18 მილიონ ევროდ შეელიოს.
27 წლის ფეხბურთელისადმი ინტერესს მადრიდის "ატლეტიკო" იჩენს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია ესპანეთის ჩემპიონი გადაიხდის თუ არა აღნიშნულ თანხას.
2013 წელს მადრიდის "რეალმა" კალეხონი ნაეპოლურ კლუბში 9.5 მილიონ ევროს სანაცვლოდ გაყიდა. იტალიის ჩემპიონატის პირველივე სეზონში ის "ნაპოლის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა _ ესპანელმა ნახევარმცველმა 37 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 15 გოლთან ერთად 7 საგოლე გადაცემაც შეასრულა.

გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
3
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
3
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0