x
image
მანჩო 777
ყველაზე საშინელი კერძები მსოფლიოში, რომელთა გასინჯვას ვერასოდეს გაბედავდით
საყოველთაოდ ცნობილია, რომ აზია მდიდარია გამორჩეული კერძებით, დელიკატესებით, სანელებლებითა და არომატებით. ზოგიერთ ქვეყანაში შეიძლება ძალიან უცნაური, ზოგჯერ კი საშინელი კერძიც კი შემოგთავაზონ, რომლის დაგემოვნებას ნამდვილად ვერ გაბედავდით. ამ ცოტა ხნის წინ გაგაცანით ჩინური დელიკატესები, რომელთა მხოლოდ ფოტოების ნახვამაც კი ბევრ თქვენგანს ზიზღი მოჰგვარა. ახლა მინდა წარმოგიდგინოთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის უცნაური, ეგზოტიკური კერძების ათეული, რომელთა გასინჯვას მხოლოდ განსაკუთრებით მაგარი კუჭისა და ნებისყოფის ადამიანი თუ გაბედავდა.

დარწმუნებული ვარ, ამ საშინელ კერძებთან შედარებით ტარაკნები, კალიები და ჭიანჭველები უგემრიელეს საკვებად მოგეჩვენებათ.



1.თოლიას ღვინო-ასე უწოდებენ ამ სასმელს ინუიტები(კანადელი ესკიმოსები). ამ უცნაური სასმელის რეცეპტი ასეთია: მკვდარ თოლიას ათავსებენ ჭურჭელში, ასხამენ წყალს და ათავსებენ პირდაპირი მზის სხივების ქვეშ. ევროპელები, რომლებმაც ამ ღვინოს გასინჯვა გაბედეს, ასე აღწერდნენ მას :"თუ თქვენ გახსნით "ტოიოტას" კარბურატორს და დალევთ იქ დარჩენილ სითხეს, მაშინ წარმოიდგენთ, თუ რა გემო აქვს ამ საზიზღარ სასმელს". ღვინოს მხოლოდ ერთი პლიუსი აქვს: ის ძალიან მალე ათრობს, თუმცა სამაგიეროდ საშინელი ნაბახუსევი იცის.

image




2.ტუნძიდანი, ანუ ბიჭების კვერცხები-ჩინური პროვინციის ჩეძიანის ტრადიციული კერძია. ამ კერძის მოსამზადებლად კვერცხებს ხარშავენ შარდში, რომელიც შეგროვებულია მხოლოდ მომწიფების ასაკს მიუღწეველი ბიჭუნებისაგან. სითხის ადუღების შემდეგ კვერცხებს ამოიღებენ და ტეხავენ, რათა სითხემ შიგნით შეაღწიოს. ხარშვის პროცესი მთელ დღეს გრძელდება. კერძი მზად ითვლება, როცა ნაჭუჭი დასკდება. ამბობენ რომ ტუნძიდანს ოდნავ მარილიანი გემო აქვს.

image


3.ჰაუკარლი-ისლანდიური ეროვნული კერძია, რომელიც წარმოადგენს გრენლანდიური პოლარული ზვიგენის გახრწნილ ხორცს. ახალ მდგომარეობაში პოლარული ზვიგენის ხორცი მომწამვლელია დიდი რაოდენობით ამიაკის შემცველობის გამო. ამიტომ ხორცს ჭრიან ნაჭრებად, ათავსებენ კონტეინერებში და დგამენ მზეზე 5-7 კვირის განმავლობაში, ან მეტხანს(სეზონის მიხედვით). შემდეგ ნახევრად გახრწნილ ხორცს იღებენ, კიდებენ კაუჭებზე და კვლავ აჩერებენ მზეზე 2-3 თვე. ამ ხნის განმავლობაში ხორცის ნაჭრები გარეკანით იფარება. სუფრაზე მიტანის წინ ამ კანს აჭრიან და მხოლოდ შუაში დარჩენილ მოყვითალო შეფერილობის ხორცს იყენებენ საკვებად.

image


4.ლუტეფიკსი-ტრადიციული სკანდინავიური თევზის კერძია. ესაა საშობაო დელიკატესი, რომელიც პოპულარულია ნორვეგიაში, შვედეთში და ფინეთის ზოგიერთ რაიონში. კერძის მოსამზადებლად გამხმარ თევზს ალბობენ კაუსტიკური სოდის ხსნარში 3 დღის განმავლობაში, შემდეგ ხსნარიდან იღებენ და წყალში აჩერებენ რამოდენიმე დღე. ქიმიური რეაქციის გამო თევზის რბილობი ჟელესმაგვარი კონსისტენციის ხდება და ღებულობს სპეციფიურ მძაფრ სუნს. ამის შემდეგ ლუტეფიკსს წვავენ ტაფაზე ან ღუმელში.

image





5.ბალუტი-მოხარშული იხვის კვერცხები, რომლებშიც უკვე განვითარებულია ჩანასახი. კერძი საკვებად გამოიყენება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში-ვიეტნამში, კორეაში, კამბოჯაში, ლაოსში, ტაილანდში და ჩინეთის ზოგ რაიონში. ბალუტი გემოთი მოხარშულ საქონლის ღვიძლს წააგავს.

image

6.ასწლოვანი კვერცხი-ჩინური სამზარეულოს პოპულარული საუზმეა. მას შემედგნაირად ამზადებენ: კვერცხს უსვამენ ჩაის, მარილის, სოდისა და ნაცრის ნარევს, შეახვევენ ბრინჯის ქაღალდში, შემოლესავენ თიხით, ჩააწყობენ კალათებში და მიწაში ფლავენ 4-5 თვე. ეს კეთდება იმისათვის, რომ კვერცხამდე ჰაერმა ვერ შეაღწიოს და ის დარჩეს ტუტე გარემოში მთელი ამ დროის განმავლობაში. 3-4 თვის განამვლობაში კვერცხის ცილა გადაიქცევა ჟელესმაგვარ ნახევრად გამჭვირვალე დრეკად მასად, ხოლო გული მომწვანო-მონაცრისფრო პასტისმაგვარ მასად, რომელსაც ამიაკის დამახასიათებელი სუნი აქვს.

image

7.ჯეკფრუტი-ბანგლადეშის ეროვნული ხილია. ეს არის ამქვეყნად ყველაზე დიდი ხილი, რაც კი ხეზე იზრდება. მწიფე ხილის კანს და თესლს გააჩნია სპეციფიკური დამპალი ხახვის სუნი, მაგრამ რბილობი გემრიელია და ანანასის გემო აქვს.

image


8.სიურსტრომინგი-შვედური ეროვნული კერძია, რომელიც წარმოადგენს კონსერვირებულ დამწნილებულ სტავრიდას. გასუფთავებულ თევზს აწყობენ ღია ჭურჭელში, ამარილებენ, ასხამენ წყალს და ტოვებენ ჰაერზე, რათა დადუღდეს. ამის შემდეგ თევზს ათავსებენ კონსერვის ქილებში, რომ კიდევ გააგრძელოს დუღილი. საბოლოოდ ის ღებულობს სპეციფიურ სირბილეს და დამახასიათებელ მყრალ სუნს.

image

9.კოპი ლუვაკი-ყავის სახეობაა მისი გადამუშავების მეტად ორიგინალური ხერხით. ყავის მომზადების საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ მუსანგები(გარეული თხის ჯიშია)ჭამენ ყავის ხის მწიფე მარცვლებს, მის რბილობს გადაამუშავებენ, ხოლო თვითონ ყავის მარცვლებს-არა. ადამიანები მუსანგების ექსკრემენტებს აგროვებენ, რეცხავენ და ახმობენ მზეზე. ყავის განსაკუთრებული გემო განპირობებულია ფერმენტ ცივეტინით, რომელსაც მუსანგის კუჭის წვენი შეიცავს. ამბობენ, რომ ეს ყავა განსაკუთრებული არომატით და გემოთი გამოირჩევა.

image

10.კოვუაკი-გრენლანდიაში მცხოვრები ესკიმოსების ეროვნული კერძია..სელაპის ტყავში ათავსებენ 400-მდე გამოუშიგნავ თოლიას და სხვა ფრინველს, ტყავიდან ამოტუმბავენ ჰაერს და გარშემო კარგად წაუსვემენ ქონს ჰერმეტულობისათვის. შემდეგ მას ათავსებენ მიწაში 3-18 თვემდე, სადაც ფრინველები ნელ-ნელა მწნილდებიან. დამწნილების შემდეგ ამოთხრიან ფრინველებს, ასუფთავებენ ფრთებისაგან და უმად მიირთმევენ. კივიაკი გემოთი მწარე და აყროლებულ ყველს წააგავს.

image

27
2203
17-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
2203
  
2017, 16 მარტი, 23:18
აუცილებლად გავითვალისწინებ შენიშვნას :) ჩემსავით არავის არ სძულს ამ საიტზე გრამატიკულად გაუმართავი ტექსტით წერა :
2017, 16 მარტი, 12:13
და იქ ერთგან მძიმე გაქვთ გამორჩენილი და ერთგან კიდე ტირე გიწერიათ ტყუილად და სანამ ვინმეს შეაზიზღებთ ამ საზიზღარ დელიკატესებს მეტი ყურადღება გმართებთ :-))
2017, 15 მარტი, 23:57
უკაცრავად, თუ ამ მცირე, ნახევრადგასართობი სტატიის დასაწერად სკანდინავიური ენა ვერ ვისწავლე და მგონი, ქვეყანა არ დაქცეულა თუ ერთი ასო შემეშალა. :)
2017, 15 მარტი, 21:09
არც ერთი სკანდინავიური კერძის (უფრო სწორად - დელიკატესის) დამზადების ტექნოლოგია არ გიწერიათ სწორად. და მერე კიდევ - "ლუტეფიკსი" კი არა, ლუტეფისკი - რადგან ფისკ შვედურად და ნორვეგიულად თევზს ნიშნავს. ცოტა მეტად გაერკვიეთ საქმის არსში, სანამ მასალას გამოაქვეყნებთ და მით უფრო - ზიზღს ჩაუნერგავთ მკითხველს ამა თუ იმ კერძის მიმართ.
2016, 31 ოქტომბერი, 10:46
მართალია საზიზღრობაა , მაგრამ ეს კერძები მათი ეროვნული სამზარეულოს ნაწილია უკვე, არამგონია ისი ნი ყოველდღე მიირთმევდენ ამ საკვებს .
და ჩემი აზრით ზოგადად ამ კერძების (თუ შეიძლება ამას კერძი უწოდო) წარმოშობა განაპირობა გარემო პირობებმა ,სიდუხჭირემ და ომებმა.
და აქ კომენტარში წავიკითხე "ადამინის ემბრიონების სუპი" ეს კი უკვე ჩემი აზრით კანიბალიზმია და სადღაც მაქ წაკითხული რო მაგ საშინელებას მიირთმევენ რათა მოიპოვონ უკვდავება, იყვნენ მუდამ ახალგაზრდები და რაღაც იდიოტური აზრებით შეპყრობილი ფულიანი სექტანტი "სასტავი"
2016, 23 ოქტომბერი, 22:41
ესკიმოსების თოლიას ღვინო და მწნილმა,ასევე მოხარშულმა კვერცხებმა მადა აღმიძრა. მთლად დამეკარგა წარმოდგენა მაგ ხალხზე. წარმომიდგენია ყოველდღიურ ცხოვრებაში რა იქნებიან.
2015, 29 ივლისი, 1:24
რა სულელი ხალხია ნეტა გამაგებინა რა ძალა ადგიათ?! ან გული რით არ ერევათ?! რას იკლავენ თავს?! კიდე გამახსენდა უსაშინლესი საჭმლები, დამპალი მატლებიანი ყველი, მგონი იტალიელები ჭამენ და ადამინის ემბრიონების სუპი,პრენატალური პერიოდი ქვია მგონი დაბადებამდელ პერიოდს,ჩინელები ჭამენ თუ არ ვცდები.
2014, 11 ივნისი, 1:42
უაზროები რა აჭმევთ ამ საზიზღრობებს
2014, 9 ივნისი, 22:19
სწორედ ეგ მინდოდა მეთქვა....სურათსაც კი ვუყურებ, იმდენად გულისამრევია და ამის ჭამა რა უბედურებაა:(
2014, 9 ივნისი, 22:16
საკუთარი მუცლისა და სიამოვნების გულისთვის რას არ აკეთებენ ამასაც თუ სიამოვნება ჰქვია!!!
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10