x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134571
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508651
საინტერესო ფაქტები და კურიოზები ფეხბურთის ისტორიიდან(ნაწილი II)
მალე ბრაზილიაში სტარტს აიღებს საფეხბურთო სამყაროში და საერთოდ სპორტში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღონისძიება "მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2014".

ამ მოვლენასთან დაკავშირებით მოდით გავიხსენოთ ყველაზე საინტერესო ფაქტები და კურიოზები ფეხბურთის ისტორიიდან.



1-ყველაზე ბინძურ და ცრუმორწმუნე ფეხბურთელად ითვლება უელსელი მეკარე დიკ როუზი:ითამაშა 23 მატჩი 1899 წლიდან 1911 წლამდე და ამ ხნის განმავლობაში მას ერთხელაც არ გაურეცხია თავის მაისური.


2-80-იანი წლების ბოლოს "როიალ მეილსა" და "პიტერსბოროს" მატჩის დროს ინგლისში, მატჩის არბიტრმა ენდი უეინმა მატჩის 63 წუთზე მეკარესთან კამათის შემდეგ თავის თავს ამოუღო წითელი ბარათი და მოედანი დატოვა.



3-ბრაზილია ერთადერთი ქვეყანაა, რომელემაც ყველა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ტურნირში მიიღო მონაწილეობა.image
























4-60-იანი წლების ბოლოს "არსენალი" "სტოკ სიტის " მატჩის დროს სტადიონზე ფეხმძიმე ქალმა იმშობიარა...დაიბადა პატარა ედი...მატჩის დამთავრებისთანავე ფეხბურთელებმა ახალშობილს ბურთი აჩუქეს ავტოგრაფებით..ხოლო "სტოკ სიტის" მენეჯერმა დედას საჩუქრად 50 ფუნტი სტერლინგის ჩეკი გამოუწერა,

მანვე აღნიშნა, რომ პატარა ედი "სტოკ სიტის "თილისმა იქნება.


5-მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში ინგლისში "სტორტეს ჰოლისა" და "ლითლ თაუნის" მატჩის ძირითადი დრო დამთავრდა ფრედ 1:1..გამრჯვებულის გამოსავლენად მსაჯმა დანიშნა თერთმეტმეტრიანების სერია...4-4 ორივე მხარეს....წარმოუდგენელია მაგრამ პენალტების სერია დაუსრულებლად გაგრძელდა. ორივე გუნდის მეკარემ მოიგერია 17 პენალტი!!!..დაბნელდა.სტადიონს განათება არ ჰქონდა..მაყურებლებმა თავიანთი ავტომობილების ფარები ჩართეს და ისე გააგრძელეს ფეხბურთელებმა პენალტების დარტყმა..საბოლოოდ 34 პენალტი იქნა შესრულებული, რითაც ეს მატჩი გინესის რეკორდსმენი გახდა...


მსაჯმა საბოლოოდ გადათამაშება დანიშნა.


6-პირველ ნაწილში ყოფილ ფეხბურთელზე ხულიო იგლესიასზე მოგითხრეთ, რომელიც შემდგომ მომღერალი გახდა...ქართული ოპერის ლეგენდა ლირიულ-დრამატული ტენორი ზურაბ სოტკილავა ჯერ სოხუმის "დინამოს" ფეხბურთელი იყო..(მარცხენა გარემარბი)შემდეგ 1956 წლიდან საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი...20 წლის ასაკიდან უკვე თბილისის "დინამოში"ღირსებას იცავდა...1958 წელს ჩეხოსლოვაკიაში მიღებული ტრამვის შემდეგ მისი საფეხბურთო კარიერა დამთავრდა...image




















7-ყველაზე სწრაფი გოლი ფეხბურთის ისტორიაში უკრაინის ჩემპიონატზე დაფიქსირდა:"ტეპლიცას" ფეხბურთელმა რომან ვოიანაროვსკიმ გოლი მე-3 წამზე გაიტანა.


8-1992 გაიმართა ამხანაგური მატჩი რუსეთის მთავრობასა და მოსკოვის ხელმძღვანელობას შორის..მთავრობის მეკარემ შესვენებამდე ცოტა ხნით ადრე ტრამვა მიიღო....ელცინმა გადაწყვიტა იგი ცნობილი კომენტატორით და საბჭოთა კავშირის ნაკრების ყოფილი მეკარით, ვლადიმერ მასლაჩენკოთი შეეცვალა..თუმცა მასლაჩენკომ უარი განუცხადა, იმ მიზეზით, რომ იგი მთავრობის წევრი არ იყო..ელცინმა იქვე გასცა ბრძანება და მასლაჩენკო სპორტის მინისტრის მოადგილედ დანიშნა..მასლაჩენკომ ითამაშა და ბურთიც არ გაუშვა..თუმცა თანამდებობაზე მაინც უარი განაცხადა...



9-რაც მსოფლიოში საფეხბურთო მატჩები იმართება..80% პაკისტანზე მოდის....ამ ქვეყანაში უამრავი თამაშები იმართება..იმისთვის, რომ აიცილონ ბავშვების უკანონო შრომითი საქმიანობა.


10-ბოლოს კი გთავაზობთ სახალისო "პეპსის"რეკლამას "ბეკჰემი და პატარა გულშემატკივარი".


3
110
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
110
  
2014, 6 ივნისი, 10:21
ბრაზილია რომ იყო ერთადერთი მონაწილე ფინალების და კიდევ სოტკილავაზე:).. ინტერესით წავიკითXე
2014, 6 ივნისი, 10:18
ძალიან კარგი
2014, 6 ივნისი, 10:17
ზოგიერთი ვიცოდი:)
0 1 3