x
image
worldsport.ge
ჭანტურიას ტონის გვერდით თამაშის პერსპექტივა ხიბლავს

imageგიორგი ჭანტურია ახალი გამოწვევისთვის და იტალიის სერია A-ში სათამაშოდ მზადაა.
“ვერონა საუცხოო ადგილია. იტალია მიყვარს და ბედნიერი ვარ, რომ ისეთი ჩემპიონის გვერდით ვითამაშებ, როგორიც ლუკა ტონია” – იუწყება ჭანტურიას სიტყვებს იტალიური ინტერნეტპორტალი calcionews24.com-ი.
21 წლის ფეხბურთელი ჰოლანდიური არნემის “ვიტესიდან” რუმინულ “კლუჟში” მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. მან “კლუჟში” 7 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. მომავალი სეზონიდან ქართველი შემტევი ნახევარმცველი “ვერონაში” ითამაშებს.


ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
27
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
27
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0