x
image
worldsport.ge
"სანდერლენდი" ბორინის უმიზნებს

imageბრიტანული პრესის ცნობით, "სანდერლენდი" მზადაა "ლივერპულის" საკუთრებაში მყოფი იტალიელი ფაბიო ბორინის ტრანსფერი 10 მილიონ გირვანქად გამოისყიდოს.
გასული სეზონი იტალიელმა თავდამსხმელმა იჯარის წესით "სანდერლენდში" გაატარა და როგორც ჩანს, კლუბი მისი თამაშით კმაყოფილი დარჩა.
23 წლის თავდამსხმელმა გასულ სეზონში "შავი კატების" მაისურით 41 შეხვედრა ჩაატარა და 12 გოლთან ერთად 5 საგოლე გადაცემაც მიითვალა.
ფაბიო ბორინიმ 2007 წლიდან უკვე შვიდი კლუბი გამოიცვალა: "ბოლონია", "ჩელსი", "სუონსი", "პარმა", "რომა", "ლივერპული" და "სანდერლენდი".

გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
3
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
3
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0