x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"დიიდო ჰაკიმ ფაშა! ერთი სათაფლიაშიც ხომ არ გაისეირნებდით, თქვენს ნაკვალევსაც დავიცავთ"

image
























ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №71 დადგენილება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე, რის მიხედვითაც საქართველოს პრემიერ მინისტრი და პრეზიდენტი, მისი ოჯახის წევრები სიცოცხლის ბოლომდე სახელმწიფო პირადი დაცვით უზრუნველყოფილნი იქნებიან.


ამ მოვლენას გამოეხმაურა "ფეისბუქის" აქტიური სტატუსების ავტორი, ყოფილი მომღერალი, ამჟამად "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გოგა ხაჩიძე:"მთელი ცხოვრების განმავლობაში, სახელმწიფომ მარტო ირაკლი ღარიბაშვილი და მისი ოჯახი არ უნდა დაიცვას...
ეს ცოტაა!...
ირაკლი მეტს იმსახურებს, გაცილებით მეტს!
ყველა და ყველაფერი უნდა დავიცვათ - ვისაც შეეხო, რასაც შეეხო, ვისაც გაუღიმა, ვისაც აგინა...
სახელმწიფომ უნდა დაიცვას მისი ნათესავები, ახლობლები, სიმამრი - შენ ხარ ჩემი ბატონი, ყველა სკამი - სადაც ჩამომჯდარა, ყველა მაგიდა - რომელზეც უმუშავია...
დასაცავია ყველა ფრაზა, რომელიც მის ბაგეთაგან მოწყვეტილა, ყველა სისულელე, რომელიც უთქვამს, ყველა უუნარო მინისტრი, რომელიც მას დაუნიშნავს...
დიიდო ჰაკიმ ფაშა! ერთი სათაფლიაშიც ხომ არ გაისეირნებდით, თქვენს ნაკვალევსაც დავიცავთ, დინოზავრის ნაკვალევის გვერდით...
დღეგრძელი იყოს ჰაკიმი!"image



1
103
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
103
  
2014, 31 მაისი, 22:21
პირადი მცველი კარგი და მოახლე მსახურებზე არაფერია მაგ კანონში?
0 1 1