x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ამპარტავნობა-ცოდვათა შორის უპირველესი
imageამპარტავნობა-ცოდვა, რომელსაც ვერ გაურბის კაცობრიობა საუკუნეების მანძილზე.ქრისტიანული და მუსულმანული რელიგია თანხმდება, რომ ცოდვათა შორის უპირველესია. იგი მოიცავს აერთიანებს სხვა დანარჩენს."წმინდა მამები ამბობენ, რომ თორმეტი ვნება არსებობს და მათ შორის უმთავრესს, ამპარტავნებას, ვინც თავისი ნებით მიიღებს, მისი საშუალებით დანარჩენ თერთმეტსაც თავისთან განუმზადებს ადგილს."(პატრიარქის საშობაო ეპისტოლედან.)


ცოდვათა შორის ყველაზე გავრცელებულს: არ კაცი კლა, არ იმრუშო, არ იპარო და სხვებს გაექცევა ადამიანი...აი ამპარტავნობას კი რა მოგახსენოთ. თვით ათი მცნებიდანაც კი ყოველი პუნქტი ამპარტავნობას აერთიანებს: მოკალი კაცი?ღმერთისგან ნაბოძები სიცოცხლე წაართვი, "დასაჯე". გააქვს უფლება?-ესე იგი ამპარტავანი ხარ...შეხედე მოყვასის ცოლს სხვანაირი თვალით? რას ნიშნავს? მის ქმარს სჯობიხარ?-ამპარტავანი ხარ..

ეცი პატივი მშობლებს.ნაცნობი ფრაზა-"რა გაგიკეთებიათ? განათლება ვერ მომეცით, ბინაც არ მაქვს და ა.შ.-ამპარტავანი ხარ.


ფრაზები ყოველდღიური ცხოვრებიდან:"ეს უნდა დადიოდეს მანქანით და მე არა?." ამას როგორ გაყვა ცოლად?"." იმ დებილმა ჩააბარა გამოცდები და მე ვერ ჩავაბარებ?" " "რა მოეწონა ამ გოგოში, დაბრმავდა?"."რას გავს, რა მახინჯია"..და ა.შ.



image


ძველ საბერძნეთში მიიჩნევდნენ, "ამპარტავნობას შობს იღბალი", ანუ ბერძნებს მხედველობაში ჰქონდათ ის, რომ ადამიანი ამპარტავანი ხდება ბრმა ფორტუნის წყალობით, შემთხვევით თანამდებობაზე დანიშვნის ან გამდიდრების წყალობით.

ზოგჯერ ადამიანის ამპარტავნობის მიზეზი მისივე უარყოფითი თვისებებია.მაგალითად, სიღატაკე ან სხვა რაიმე ნიშანი, იგი ცდილობს დამალოს სხვის წინაშე კონკრეტული ხინჯი და ამაყად წარმოჩინდეს და უფრო მეტიც, პირიქით აქეთ დაამციროს ის, ვინც თვითონაც კარგად მოეხსენება რომ მასზე მაღლა დგას კონკრეტული ნიშნით.


ამპარტავნობის გამოვლინებაა თვითკმაყოფილება, ეგოიზმი, უზომო სიამაყე.ამპარტავან ადამიანს "მძიმე შრომად" მიაჩნია ურთიერთობა იმ ხალხთან, ვინც " თავის წრეში არ ჯდება". ძნელად გადათქვამს თავის აზრს, მისი სტიქიაა ადამიანის უპატივცემლობა, დაცინვა.


ამპარტავნობა "ვარსკვლავური დაავადებაცაა".ეს ეხებათ მსახიობებს, მომღერლებს, სპორტსმენებს. სხვათა შორის დამტკიცებულია, რომ ამპარტავნობის სენი იმ "ვარსკვლავებს" უფრო ემართებათ, ვისი ინტელექტუალური დონე და "ნიჭი" უფრო დაბალია.

3
796
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
796
  
2014, 31 მაისი, 15:13
ნამდვილად დასაფიქრებელია...
2014, 31 მაისი, 15:12
....გაიხარე..იქნებ ზოგი დაფიქრდეს და საკუთარი თავიც ამოიცნოს>>>>>
2014, 31 მაისი, 15:10
ძალიან საინტერესო სტატიაა, გმადლობ!
0 1 3