x
image
worldsport.ge
დავიდ ვილია “ნიუ იორკ სითიში” ითამაშებს

imageესპანეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა დავიდ ვილიამ მადრიდის “ატლეტიკო” დატოვა და ამერიკის შეერთებული შტატების კლუბ “ნიუ იორკ სითიში” გადავიდა. ამის შესახებ ესპანური გამოცემა Sport. es-ი იუწყება.
ვილია ამერიკულ კლუბს შეუთანხმდა და წელიწადში ხელფასის სახით 3 მილიონ ევროს მიიღებს. ვიდრე “ნიუ იორკ სითიში” თამაშს დაიწყებს, აშშ-ში სხვადახვა საკითხის მოსაგვარებლად კიდევ რამდენიმეჯერ ჩაფრინდება.
სხვათა შორის, 32 წლის ფეხბურთელის ოკეანისგადაღმა გადასვლით “ბარსელონა” ფინანსურად იზარალებს. საქმე ისაა, რომ ვილია კატალონიური კლუბიდან “ატლეტიკოში” 2, 1 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა და “ბარსა” დამატებით 2 მილიონ ევროს იმ შემთხვევაში მიიღებდა თუ ფორვარდი 2014-2015 წლების სეზონსაც მადრიდულ კლუბში გაატარებდა. ამ თანხას კიდევ ერთი მილიონი დაემატებოდა თუ ვილია “ატლეტიკოსთან” კონტრაქტს 2016 წლამდე გაახანგრძლივებდა.


ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
29
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
29
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0