x
image
worldsport.ge
ინსი მილანშია

imageწარსულში ცნობილი ფეხბურთელის პოლ ინსის შვილი ტომი, რომელიც “ბლექპულის” საკუთრებაა, ამჟამად მილანშია და “ინტერთან” მოლაპარაკებას აწარმოებს.
22 წლის ფეხბურთელი მამის კვალზე აპირებს წასვლას. პოლ ინსი 1995-1997 წლებში სწორედ “ინტერში” თამაშობდა. აღსანიშნავია, რომ იტალიურ კლუბს ტომი შესაძლოა უსასყიდლოდ ერგოს, რადგან მას “ბლექპულთან” კონტრაქტი უახლოეს მომავალში უსრულდება.
“როდესაც ხუთი წლის ვიყავი, “სან-სიროს” ატმოსფეროში ვიზრდებოდი, რადგან აქ მამაჩემი თამაშობდა. აქ თამაში ჩემი ოცნებაა. “ინტერის” პრეზიდენტ ერიკ ტოჰირთან არაერთხელ ვისაუბრე და მას სურს, რომ ისეთი “ინტერი” ააშენოს, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება არა მხოლოდ იტალიაში, არამედ ევროპაში” - თქვა ინსმა, რომელმაც გასული სეზონი “კრისტალ პალასში” გაატარა და ინგლისის პრემიერლიგის 8 მატჩში ერთი გოლი გაიტანა.

ზურა ქსოვრელი

www.worldsport.ge

0
24
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0