x
image
worldsport.ge
დი მარია: “ გული მწყდება, რომ ესპანეთის ჩემპიონები ვერ გავხდით”

imageმადრიდის “რეალის” ნახევარმცველმა ანხელ დი მარიამ უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას დანანებით აღნიშნა, რომ ესპანეთის თასისა და ლიგის ტიტულებთან ერთად “სამეფო კლუბს” ქვეყნის ჩემპიონობაც შეეძლო, მაგრამ რეალური შანსი ვერ გამოიყენა.
“ბოლომდე დახარჯული ვარ. ძალიან მიხარია, რომ სეზონი ასე ლამაზად დავაგვირგვინეთ. განსაკუთრებით კი იმან გამახარა, რომ ეს ლისაბონში მოხდა – ქალაქში, სადაც ლამაზი წლები მაქვს გატარებული და ვფიქრობ, დღესაც ნორმალურად გამომივიდა. ერთადერთი, რაზეც გული მწყდება, ესპანეთის ჩემპიონატის ვერმოგებაა. არადა ესეც რეალურად შეგვეძლო. ამ “რეალს” კიდევ ბევრი ტიტულის მოპოვება შეუძლია” – განაცხადა დიმარიამ და იქვე დასძინა, რომ ფინალის ბოლოს ფეხის ტკივილმა შეაწუხა და მარსელოს შეტევაში უფრო აქტიურად ჩართვის საშუალება მისცა.

ოთარ მაღლაკელიძე

www.worldsport.ge


0
48
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
48
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0