x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ირანელ მსახიობს 50 როზგი ელოდება კანის ფესტივალზე გადაკოცნის გამო

imageირანელ მსახიობ ლეილა ჰატამის სამშობლოში ელოდება სახალხოდ დასჯა იმისთვის, რომ კანის ფესტივალის პრეზიდენტს-ჟილი
იაკობს გადაკოცნა.




სტუდენტების ერთმა ჯგუფმა მოუწოდა ირანულ სასამართლოს დასაჯოს მსახიობი ლეილა ჰატამი.პეტიციაში ნათქვამია, რომ ის იმსახურებს სახალხოდ დასჯას და მისი საქციელი არ შეესაბამება ჩვენში არსებულ რელიგიურ ღირებულებებს.



"მოვითხოვთ დაისაჯოს მსახიობი ლეილა ჰატამი, რომელმაც აკოცა უცხო მამაკაცს და ამით შეურაცხყო მორწმუნეთა გრძნობენი."


თუ სასამართლო გადაწყვეტს, რომ მსახიობი დამნაშავეა, მას ელოდება 50-ჯერ გაროზგვა.


თვითონ ლეილა ჰატამიმ ბოდიში მოიხადა სკანდალური კოცნის გამო, მსახიობმა განაცხადა, რომ იგი წინასწარ უთანხმდება ფესტივალის ორგანიზატორებს დაიცვან ყველა ის ეტიკეტი რაც ისლამის კანონებს შესაბამება, მაგრამ "ჟილი იაკობს, რომელმაც უკვე თითქმის 90-ს მიუკაკუნა და უკანასკნელად მონაწილეობს ფესტივალზე, ეტყობა დაავიწყდა, რომ ასე არ შეიძლებოდა...ხელიც მოვუჭირე გაფრთხილების მიზნით, მაგრამ არ გაჭრა...ეპატიება მოხუც ადამიანს".


"ის ჩემთვის პაპაა, რომელთანაც მე სტუმრად ვიყავი"-დასძინა მსახიობმა

3
536
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
536
  
2014, 25 მაისი, 14:23
რელიგიურად ირანელები ხო ესე ავადმყოფურად არიან გაფანატებული,მაგრამ ირანი ერთ ერთი ყველაზე გარყვნილი ქვეყანა არის მსოფლიოში:)))))))))))
2014, 25 მაისი, 11:08
მართალი ხარ..და თვითონვე გაიწია საკოცნელად...ვიდეო სხვას ღაღადებს....თუმცა მართლა საცოდავები......გარეგნულად...მაგრამ..აის მაგრამ სხვა თემააა
2014, 25 მაისი, 11:05
ნუ ხელი არ მოუჭერია მე მგონი :D
საცოდავი ირანელი ქალები
0 1 3