x
image
beko777
ნუცას სკოლელი 4 ლამაზმანი

ახალი მუსიკალური კვარტეტი


imageმათ მუსიკალურ პროექტ „ნუცას სკოლაში“ გაიცნეს ერთმანეთი და მას შემდეგ მეგობრობენ, როგორც თვითონ ამბობენ “იმედის შვილები” არიან, მრავალი კონკურსი და ფესტივალი აქვთ მოვლილი, კვარტეტის შექმნაც დაუგეგმავად მოხდა, მრავალფეროვან პროფესიებს შორის სიმღერას განსაკუთრებული ადგილი უკავია, მათი თქმით - მუშაობენ აქტიურად და ახალ სიმღერებსაც წერენ

- გოგონებო, მოდით თქვენი სწავლის პერიოდი გაიხსენეთ
თათია ქვრივიშვილი: - პროფესიით იურისტი ვარ, მაგრამ ამავდროულად ჩემი მეორე სპეციალობაა ვოკალური-საესტრადო, იქიდან გამომდინარე, რომ მე და ჩემი და - მარიამ ქვრივიშვილი ვსწავლობდით ფალიაშვილის სახელობის მეორე სამუსიკო სასწავლებელში - საესტრადო სიმღერის განყოფილებაზე, ოჯახშიც ყველა მღერის და ჩვენც გავაგრძელეთ ეს ტრადიცია.
imageნათია სუდაძე: - დამთავრებული მაქვს შვიდწლედი და ასევე შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, ვოკალი-საესტრადო სიმღერის სპეციალობით, სადაც ბედნიერება მხვდა წილად მემუშავა ისეთ პროფესიონალებთან როგორებიც არიან: ირმა სოხაძე, თამრიკო ჭოხონელიძე, კობა კალანდაძე და ავთო რევიშვილი.
მარიამ ქვრივიშვილი: - პროფესიით ფილოლოგი ვარ, სპეციალობით თარჯიმან-რეფერანტი, და მეორე პროფესიად - სიმღერა ავირჩიე, დავამთავრე შვიდწლედი და შემდეგ უკვე ზაქარია ფალიაშვილის მეორე მუსიკალური სასწავლებელი,
სოფო პაპუაშვილი: - მე იურისტი ვარ, თუმცა ყოველთვის აღვნიშნავ, რომ მაქვს მრავალი პროფესია, თეატრშიც ვმოღვაწეობ, მაგრამ ჩემთვის პირველ ადგილზე დგას მუსიკა, როგორც გოგოებისთვის ჩემთვისაც მუსიკა ჰობზე მეტია.
image- ერთი სასიამოვნო მოვლენა გაერთიანებთ, თქვენ ოთხივე „ნუცას სკოლელები“ ხართ...
სოფო პაპუაშვილი: - დიახ, მაგრამ მე და სოფო „იმედის ტალღის“ და „ახალი ხმის“ კონკურსანტები ვართ, „ნუცას სკოლაში“ მეორე თაობა ვიყავი, ნათია და თათია მესამე მარი კი, მეოთხე თაობა იყო, მაგრამ ჩვენი უფრო მეტად დაახლოება 2006 წელს „იმედის ტალღიდან“ მოხდა, როდესაც მაია ყიფიანმა შემოგვთავაზა დუეტების შოუ, სწორედ აქედან დაიწყო ჩემი და თათიას მეგობრობაც.
თათია ქვრივიშვილი: - მე და ჩემი და ბავშვობიდან ვმღერით, გვაქვს დუეტი და არაერთ კონკურსში გვაქვს მონაწილეობა მიღებული და გამაჯვებულებიც ვართ უამრავ მათგანში.
- „ნუცას სკოლა“ „იმედის ტალღა" და „ახალი ხმა" - რა შეიცვალა ამ პროექტების შემდეგ თქვენს ცხოვრებაში?
imageსოფო პაპუაშვილი: - სერიოზული ნაბიჯები, პროფესიული ზრდა ჩემთვის მაინც „ნუცას სკოლიდან’ დაიწყო, პროექტმა ძალიან დიდი გამოცდილება შეგვძინა, ვინაიდან იქ მუშაობ კამერასთან, პროდუსერებთან და რაც მთავარია ნუცასთან. ძალიან დიდი გამოცდილებაა, მინდა ასევე აღვნიშნო გასტროლები სადაც თეატრიდან მიწევდა გასვლა, თუმცა იქაც სიმღერით.
თათია ქვრივიშვილი: - გარდა დიდი გამოცდილებისა ზოგადად საქრთველოში ისეთი ტენდენცია ჩამოყალიბდა თუ მუსიკალურ პროექტში არ გაქვს მონაწილეობა მიღებული თითქოს სცენაზე არ უნდა იდგე, აქდან გამომდინარე დიდი მნიშვნელობა აქვს რომელ პროექტებში გაქვს მონაწილეობა მიღებული.
- საიდან იწყება კვარტეტის ჩამოყალიბების ისტორია?
imageთათია: - კვატეტის ჩამოყალიბება განაპირობა ერთმა ამბავმა, როდესაც „იმედში“ ჩვენი საახალწლო გადაცემა იწერებოდა, ნუცა ჯანელიძეს გაუჩნდა ინიციატვივა, რომ ჩვენ ოთხ ადამიანს გაგვეკეთებინა რაშმე სიმღერა და გვემღერა ამ საახალწლო კონცერტზე, ექსპრომტად ჩავწერეთ ეს სიმღერა და აღმოჩნდა საკმაოდ წარმატებული.
სოფოდ: - ასე დაუგეგმავად შეიქმნა ეს კვარტეტი თან ჩვენი ხმები შეეწყო ერთმანეთს ფანტასტიურად, თუმცა სახელი დღემდე არ გვაქვს :))
თათია: - ჩვენი კვარტეტი ჯერ კიდევ არ იყო ჩამოყალიბებული, როდესაც ნუნუ გაბუნიამ (ჩემი და მარის ვოკალის პედაგოგი) მოისმინა ჩვენი სიმღერა და გაუჩნდა იდეა თავისი ვარსკვალის გახსნაზე გვემღერა, შევასრულეთ ორი სიმღერა სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, შემდეგ იყო ვაჟა აზარაშვილის საავტორო საღამო რაბათში, და მივედით იმ ეტაპზე, რომ მაია კაჭკაჭიშვილმა დაგვიწერა ახალი სიმღერა, რომლის პრემიერაც რადიო „საქართველოს ხმაზე“ შედგა.
image- როგორი იყო მაია კაჭკაჭიშვილის სიმღერის შექმნის იდეა? ეს სიმღერა პირადად დაიწერა?
მარიამი: - ჩვენი კვარტეტის ხელმძღვანელია მეკო ქავთარაძე, დეკემბრის ბოლო რიცხვები იყო და საახალწლოდ ვემზადებოდით კონცერტებისთვის, ვარჩევდით რეპერტუარს და მასთან სტუდიაში მოვისმინეთ პირველად ეს სიმღერა და სწორედ მაშინ გაგვიჩნდა სურვილი მისი ჩაწერისა.
- პირადი ცხოვრება? :)
მარიამი: - ერთადერთი დაოჯახებული გვყავს - სოფო, დანარჩენები დასაოჯახებლები ვართ, სოფოსაც სამი თვეა რაც ოჯახი აქვს.
სოფო: - ამათაც ვეხვეწები, რომ შექმნან ოჯახები და მალე გავმრავლდეთ :)
- რამდენად ხშირად გაქვთ კონცერტები?
კონცერტების ნაკლებობას საქართველოში ყველა განიცდის, დღესასწაულებზე უფრო მეტი ღონისძიებებია და ასევე თუ რამე გადაღებებია გვეხმიანებიან ხოლმე.


ესაუბრა ქეთი ქებაძე

image

2
246
1-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
246
  
2014, 23 ნოემბერი, 21:43
ყველაზე ნიჭიერი გოგოები და ყველაზე ლამაზები!!!წარმატებები!!!
0 1 2