x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134532
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508658
5 ყველაზე ძვირადღირებული დესერტი მსოფლიოში

ალბათ არ არსებობს ადამიანი რომელსაც გემრიელად ჭამა არ უყვარს, მაგრამ როგორი კარგიც არ უნდა იყოს სადილი ის მაინც დაუმთავრებელია შესანიშნავი დესერტის გარეშე. უამრავი ადამიანი ფულს არ იშურებს იმისათვის რომ არაჩვეულებრივი დესერტი მიირთვას. მაგალითად ხილის კექსი "ბრილიანტი".
ხილის კექსი







ამ დესერტს პირველი ადგილი იმიტომ მივაკუთვნეთ რომ იგი ძალიან ძვირია და ჩვეულებრივი მოკვდავებისათვის თითქმის მიუწვდომელია, იგი ხომ 1650000 ამერიკული დოლარი ღირს.იმისათვის რომ დესერტი მოემზადებინა ტოკიოელ კულინარს ნახევარი წელიწადი და 220 პატარა ბრილიანტი დასჭირდა.

ხენდროს დესერტი "არნო"
ხენდროს დესერტი
უიშვიათეს ღვინოში მარინირებული ხენდრო ქორფა პიტნითა და ათქვეფილი ნაღებით, გაფორმებულია 5 კარატიანი ვარდისფერი ბრილიანტით ერნესტ კესელის კოლექციიდან. მას ახალორლეანურ რესტორან "არნო"-ში მოგართმევენ ბრწყინვალე ჯაზური მუსიკის თანხლებით სულ რაღაც 1400000 ამერიკულ დოლარად
პლატინის ტორტი
პლატინის ტორტი
იაპონელმა კონდიტერმა ნობუ იკარამ შექმნა მართლაც რომ ძალიან ლამაზი და ალბათ უგემრიელესი ტორტი რომელიც ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით პლატინისაა და რა თქმა უნდა იჭმევა, მაგრამ ძალიან ძვირი სიამოვნებაა და 130000 ამერიკული დოლარი ღირს

უმაღლესი კლასის ცივი შოკოლადი
ცივი შოკოლადი
ამ სასმელს ნიუიორკის ერთერთ რესტორანში ამზადებენ. რესტორნისათვის
ძალიან უცნაური სახელი «Прозорливость на уровне интуиции»- უწოდებიათ მფლობელებს. სასმელს 14 ქვეყნიდან ჩამოტანილი სხვადასხვა ჯიშის კაკაოსაგან ამზადებენ რძისა და 5 გრამი შვეიცარიიდან ჩამოტანილი საკვები ოქროს დამატებით. ასეთი უცნაური შემადგენლობის წყალობით სასმელს არაჩვეულებრივი გემო აქვს. მას ბრილიანტებითა და ოქროთი დეკორირებული ბოკალით მოგართმევენ და ზემოდან ათქვეფილი ნაღებითა და გახეხილი LaMadelineauTruffle-შოკოლადით გაგიფორმებენ სულ რაღაც 25000 ამერიკულ დოლარად პორციას.

ტორტი დესერტი "ფორტი აქვამარინი"
დესერტი
ამ დესერტს კუნძულ შრილანკაზე მოგართმევენ სასტუმრო TheFortress-ში უფრო სწორად ამ სასტუმროს რესტორანში. დესერტი წარმოადგენს
კომპოზიციას მეთევზის სილუეტისა და მის ქვეშ მოთავსებული 80 კარატიანი აქვამარინისაგან. დესერტს განუმეორებელ გემოს ანიჭებს ტროპიკული ხილი, მაღალხარისხიანი შოკოლადი, ნაზი ათქვეფილი ნაღები. დესერტი გაფორმებულია შამპანიურის, მანგოს წვენისა და ბროწეულის წვენისაგან დამზადებული სოუსით და 14500 ამერიკული დოლარი ღირს

0
349
1-ს მოსწონს
ავტორი:კახა კახელი
კახა კახელი
349
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0