x
image
beko777
გოგა გოგილაშვილი: - ინტერნეტ-მედია უფრო მოხმარებადი და კომფორტულია

წარმატებული ემიგრანტი

გოგა გოგილაშვილი: - ინტერნეტ-მედია უფრო მოხმარებადი და კომფორტულია


გოგა გოგილაშვილი 2002 წლიდან მოღვაწ
ეობს ამერიკის შეერთებულ შტატებში. მისი კომპანია GOGAGGG და მასზე არსებული მედია-საიტი GOGAGGG.com რომელიც მოქმედებაში 2005 წლიდანა - ქართველ ემიგრანტებს და მათ ინტერესებს ემსახურება. აწყობს და ასევე მხარს უჭერს საქველმოქმედო-კულტურულ ღონისძიებებს, ეხმარება ზრუნვა-მოკლებულ და უნარშეზღუდულ ადამიანებს, რაც ყველაზე საინტერესოა ასაქმებს ხალხს საქართველოში ამავე საიტზე. ჩვენი ჟურნალი ამერიკაში დაუკავშირდა გოგას


imageimage


- გოგა, თქვენი საიტი მსოფლიოში გაბნეულ ქართველ ემიგრამტებს შორის (და რათქმაუნდა საქართველოში მყოფ ინტერნეტ-მომხმარებლებში) დიდი პოპულარობით სარგებლობს, როგორც გვერდის შემქმნელს - რა გგონიათ საიტის პოპულარობის 3 მთავარი მიზეზი რაშია?
- GOGAGGG-ის შექმნის სამი ძირითადი მიზეზი გახლავთ ის, რომ გამეერთიანებინა მსოფლიოში მიმოფანტული ქართველი ემიგრამტები, გავცნობოდი საზოგადოებას და შეძლებისდაგვარად დამესაქმებინა ხალხი საქართველოში.
- ყოველთვის უკეთებთ სარეკლამო მხარდაჭერას აშშ-ში ქართველ სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებს, რომლებიც სხვადასხვა კუთხით მუშაობენ ამერიკაში - კონცერტები, სპექტაკლები, შოუ-საღამოები... - რატომ დაინტერესდით მათი მხარდაჭერით?
- პირველრიგში იმიტომ, რომ საიტი ემსახურება ქართველებს და ყოველთვის მხარს ვუჭერთ კულტურას და ხელოვნებას, რადგან თვითონაც ხელოვანი გახლავართ პოეზიის მხრივ.
- თქვენი პოეტური გზა, წიგნი... თქვენი შემოქმედება და თქვენი მკითხველი - რას იტყვით?
- პოეზია არის ჩემი ცხოვრების ნაწილი, მკითხველო ყოველთვის დადებითად აფასებს ჩემს ნაწარმოებს და ეს რათქმაუნდა დიდი სტიმულია ჩემს ცხოვრებაში.
- რა კონკრეტულ მხარდაჭერას გამოხატავს ხოლმე საიტი საქართველოში მყოფი ზრუნვა მოკლებულ და უნარშეზღუდულ ადამიანების მიმართ?
- ჩვენი ქველმოქმედება ძირითადად შემოიფარგლება ფინანსური კუთხით, მედიკამენტებით და სხვა პირადი ნივთებით. აგრეთვე მათთვის ხშირად ვაწყობთ ხოლმე საზეიმო საღამოებს, რათა ვაჩუქოთ ერთი ბედნიერი დღე ამ ადამიანებს.
- როგორ ფიქრობთ როგორია ინტერნეტ-მედიის როლი უახლოესი მომავლის მსოფლიოში?
- დღესდღეობით ინტერნეტით სარგებლობს მთელი მსოფლიო, აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ინტერნეტ-მედია უფრო მოხმარებადი და კომფორტული გახდება უახლოეს მომავალში
- ქართულ პორტალებზე რას იტყვით? პროფესიონალის თვალით დანახული ქართული ინტერნეტ-მედია როგორია? რა აკლია, რისკენ უნდა ისწრაფვოდეს...?
- ქართული მედია პორტალები ბოლო რამდენიმე წელია საგრძნობლად განვითარდა, რათქმაუნდა ყველა პორტალს თავისი მომხმარებელი ყავს და საერთო ჯამში მომწონს მათი მუშაობა. ჩემი აზრით უნდა დახვეწონ მომსახურება და პირველ რიგში გაითვალისწინონ მომხმარებლის აზრი.

0
325
1-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
325
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0