x
image
beko777
მაია კახიძის „ფიქრიმაიები“ (წიგნის პრეზენტაცია)
imageჟურნალისტმა და პოეტმა მაია კახიძემ, რამდენიმე დღის უკან მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, „პიონერფილმის“ ისტორიულ დარბაზში საკუთარი წიგნის - პოეტური კრებულის „ფიქრიმაიების“ პრეზენტაცია მოაწყო, რომელიც შემოქმედებით, ლიტერატურულ სალონურ საღამოს უფრო გავდა და თავისი ფორმატით ძველი, დიდი ხნის მეგობრების სასიამოვნო შეხვედრის საღამო იყო.
ჟურნალისტი, რომელიც დიდი ხანია შემოქმედებითი კუთხით მუშაობს და უკვე ათეული წლებია ქართულ ხელოვნებას ემსახურება, ასევე ცნობილია როგორც შესანიშნავი იმპრესარიო (საკონცერტო კონფერანსიე), მისი სახელი საქართველოს თანამედროვე, მაგრამ უკვე ისტორიული თარიღის - 15 აპრილის სიყვარულის დღის პირველ საპრეზენტაციო საღამსოაც უკავშირდება, როცა ის იყო 1994 წლის სიყვარულის დღეს, რუსთაველის თეატრში გამართული ამ თარიღის საპრეზენტაციო საკონცერტო საღამოს წამყვანი.
image

„პიონერფილმის“ სააქტო დარბაზში უამრავ ცნობად სახეს ნახავდით, მათ შორის იყვნენ ბესო კალანდაძე, ბიძინა მახარაძე, ზურა ცინცქილაძე, მიშა ზაქარეიშვილი, დალი ფრიდონაშვილი და სხვანი და სხვანი, პოეტები, მწერლები, ჟურნალისტები, მსახიობები. მაია კახიძეს თავად მიყავდა საკუთარი წიგნის საპრეზენტაციო საღამო, ხალასი იუმორით, სითბოთი და სიყვარულით სავსე ქალბატონი ქუთაისელი მეუღლის ბესო იობაძის მხარდაჭერას ხმამაღლა აღნიშნავდა და არც მის მიმართ იშურებდა თბილ სიტყვებს, თავის მხრივ კი ბესოც ქუთაისური იუმორით პასუხობდა მეუღლის მიმართ სცენიდან გამოშვებულ კომპლიმენტების ავტორ მამაკაცებს - რამდენ ვინმეს ყვარებიხარ და ამდენი წლის მერე რა გინდა ახლა ეჭვიანობის სცენები გაგიმართო სახლში, რომ მოხვალო?


იყო უამრავი ყვავილი, უამრავი თბილი სიტყვა სტუმრებისგან, მაია კახიძის ლექსების კითხვა სცენიდან და რაც ყველაზე მთავარია ძველი მეგობრების კეთილი შეხვედრა, „ფიქრიმაიების“ ფონზე.

imageimage


image




0
46
2-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
46
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0