x
image
მანჩო 777
გასაოცარი ხატვა მინაზე და ერთ წუთში შექმნილი შედევრები (+ საინტერესო ვიდეო)
ხელოვანი ადამიანები ზოგჯერ განსაკუთრებული გამომგონებლობით, ნიჭიერებითა და უნიკალური შესაძლებლობებით გამოირჩევიან. დღეს მინდა ერთი ასეთი განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული მხატვარი გაგაცნოთ. ფაბიან გაეტე მაურეირას უნიკალურობა გამოიხატება იმაში, რომ ის ნახატებს ხატავს პირდაპირ შუა ქუჩაში, ტილოს მაგივრად პატარა მინის ნატეხს იყენებს და ფუნჯების მაგივრად საკუთარ თითებს. მხოლოდ იშვიათად, ძალიან წვრილი დეტალებისათვის შეიძლება მხატვარმა ფუნჯს მიმართოს.


image


მაყურებლები განცვიფრებულნი არიან ხატვის საოცარი ტენიკით: ფაბიანი უბრალოდ ასხამს საღებავს მინაზე და თითის წვერების მოქმნილი მოძრაობებით გასაოცარ სურათებს ქმნის. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ ეს ნახატები გაურკვეველ აბსტრაქციებს კი არ წარმოადგენს, , არამედ ბუნების ულამაზეს პეიზაჟებს.


image



ფაბიან გაეტე მაურიერას ნახატებზე შეიძლება ვნახოთ ულამაზესი ჩანჩქერები, შთამბეჭდავი მთის მასივები, ტბის სარკისებრი ზედაპირები, ტყის და სოფლის პეიზაჟები, ასევე ადამიანები და ცხოველები.


image


მართლაც შთამბეჭდავი ნახატებია, არა? მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა, რომ ამ შედევრებს ავტორი მეტეორის მოძრაობის სისწრაფით ქმნის. საშუალოდ ერთი სურათის შექმნაზე ხელოვანს ეხარჯება 30 წამიდან 3 წუთამდე.


image



გთავაზობთ ვიდეოს, რომელზეც ნათლად ჩანს "მინის ნახატების" შექმნის საინტერესო პროცესი და ხატვის საოცარი სისწრაფე. განსაკუთრებით საინტერესოა იმის ნახვა, თუ როგორ ქმნის მხატვარი უწვრილეს ელემენტებს-ჩიტებს, ადამიანებს, ძაღლებს. ყველაფერ ამას ის თითების წვერების მოქნილი მოძრაობებით აკეთებს.



5
381
12-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
381
  
2014, 19 მაისი, 21:50
ხოო? ეგ სხვა საკითხია უკვე :)
2014, 19 მაისი, 21:48
ძალიან ცნობილი მხატვარი ყოფილა, მაგრამ თურმე სულ ქუჩაში მუშაობს ხალხის თვალწინ
2014, 19 მაისი, 21:46
მართლაც მაგარი ნიჭი აქვს ესეთი ადამიანები ქუჩაში არ უნდა იდგენ მგონი :(
2014, 19 მაისი, 21:43
საოცრად ხატავს, თან რა სისწრაფით...
2014, 19 მაისი, 21:38
აუ მაგარია ძალიან საინტერესო ვიდეოა :)
0 1 5