x
image
worldsport.ge
პაულინიო: “ტოტენჰემიდან” წასვლა არ მინდა

image“ტოტენჰემის” ნახევარმცველმა პაულინიომ ერთ-ერთ ბრიტანულ სპორტულ გამოცემას უთხრა, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზურის გარეშე დარჩენის მიუხედავად, კლუბის დატოვებას არ აპირებს. ბრაზილიელი ლონდონურ კლუბში გასულ ზაფხულს გადავიდა. მას შემდეგ 30 მატჩი ჩაატარა და თავი 6 გოლით და 2 საგოლე პასით გამოიჩინა. ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი შეძენით “ჩელსია” დაინტერესებული.
“არ მინდა “ტოტენჰემიდან” წასვლა. ჩემი კარიერა წარმატებულია და თითოოროლა ნეგატიური მომენტი ვერაფერს შეცვლის. საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ, კარიერის სხვა კლუბში გაგრძელებაზე რომ დავფიქრდე” – განაცხადა პაულინიომ.

ოთარ მაღლაკელიძე

www.worldsport.ge

0
2
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
2
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0