ფეხბურთი დემიკელისი ნაკრებში გამოძახებამ გააოცა 2014, 17 მაისი, 11:57 “მანჩესტერ სიტის” მცველმა მარტინ დემიკელისმა ერთ-ერთ ბრიტანულ გამოცემას უთხრა, რომ არგენტინის ეროვნული ნაკრების სამუნდიალე გაფართოებულ განაცხადში მოხვედრას არ ელოდა. 33 წლის ფეხბურთელს ახლა უკვე იმაში ეპარება ეჭვი, რომ ბრაზილიაში წამსვლელ 23-კაციან შემადგენლობაშიც გამოინახება მისი ადგილი. ოთარ მაღლაკელიძე 23 შეფასება არ არის
|