x
image
worldsport.ge
რაკიტიჩს მომხდარის არ სჯერა

imageუეფას ევროპის ლიგის ფინალში გამარჯვების შემდეგ, ესპანური “სევილიას” კაპიტანმა ივან რაკიტიჩმა განაცხადა, რომ მომხდარის ძნელად სჯერავს.
“ძალიან ძნელად დასაჯერებელია, რომ ეს სინამდვილეში მოხდა. მსურს “სევილიასა” და მის გულშემატკივრებს ჯილდოს მოპოვება მივულოცო. ამ კლუბს ჩემს გულში განსაკუთრებული ადგილი უკავია” – იუწყება რაკიტიჩის სიტყვებს ესპანური გამოცემა AS-ი.
ფინალში “სევილიამ” პორტუგალიის “ბენფიკა” დაამარცხა. მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო 0:0 დასრულდა, ხოლო პენალტების სერიაში სევილიელებმა 4:2 გაიმარჯვეს.


ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
29
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
29
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0