x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134572
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
"მონა ლიზას" თვალების საიდუმლო

image


ლეონარდო და ვინჩის ცნობილ სურათზე "მონა ლიზა" იტალიელმა მკვლევარებმა აღმოაჩინეს პაწაწინა ასოები. ისინი იმედოვნებენ, რომ ბოლოსდაბოლოს, ეს ასოები მისცემთ საშუალებას გაარკვიონ, თუ ვინ პოზირებდა დიდ ფლორენციელ მხატვარს.
მეცნიერ Silvano Vinceti-ის სიტყვებით, რომელიც წარმოადგენს იტალიის კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ კომიტეტს, ასოები იოლი შესამჩნევია გამადიდებელი შუშით სურათის დათვალიერების დროს. პატარა ასოები ტილოზე გამოყვანილია სპეციალური უწვრილესი ფუნჯის მეშვეობით.
"შეუიარაღებელი თვალით მათი დანახვა შეუძლებელია, მით უმეტეს, რომ ასოები დაწერილია შავი ფერის საღებავით მუქ ყავისფერ თვალის კაკლებზე. მარჯვენა თვალის კაკალზე მხატვარმა სავარაუდოდ დატოვა თავისი ინიციალები, რადგან აქ იკითხება ასოები "LV". გაცილებით საინტერესოა წარწერა მარცხენა თვალის კაკალზე. აქ წერია სავარაუდოდ ან ''CE", ან "B" ასო. უნდა გავითვალისწონოთ, რომ ნახატი 500-ზე მეტი წლისაა, ამიტომ ხაზები ბუნდოვანია და მკრთალი"- აცხადებს Silvano Vinceti.
მან აგრეთვე დაამატა, რომ ქალის ზურგს უკან, ხიდის თაღზე არის კიდევ ერთი წარწერა: ან ციფრი "72", ან "L2". სურათის მეორე მხარეს კი წერია ციფრები "149". მეოთხე ციფრი სავარაუდოდ წაშლილია. თუ ვივარაუდებთ, რომ ეს ციფრები ნახატის შექმნის თარიღს აღნიშნავს, მაშინ გამოდის, რომ იგი მხატვარმა დახატა 1490-იან წლებში.
Vinceti-ის სიტყვით, მეცნიერებმა საიდუმლო წარწერების ძებნა დაიწყეს მას შემდეგ, რაც წაიკითხეს ერთ-ერთი ხელოვნებათმცოდნის გამოკვლევა. იგი ამტკიცებდა, რომ მონა ლიზას თვალებზე უამრავი ასოები, ციფრები და ნიშნებია.
"ლეონარდო და ვინჩი გატაცებული იყო სიმბოლოებითა და კოდებით. სწორედ მათი მეშვეობით ტოვებდა ის ყველგან თავის გზავნილებს და შეიძლება მას სურდა ჯოკონდას მოდელის ამოცნობა შეგვძლებოდა მის თვალებში ჩახედვით. თვალები ხომ ადამიანის სულის კარიბჭედ ითვლება"- ამბობს Silvano Vinceti.



0
222
8-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
222
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0