x
image
worldsport.ge
“ბარსელონამ” როხოსთვის წინადადება გაამზადა

imageკატალონიური “ბარსელონას” ხელმძღვანელობა მზადაა, რომ ლისაბონის “სპორტინგიდან” არგენტინელი მცველის მარკოს როხოს შესაძენად პირველი ქმედითი ნაბიჯები გადადგას.
არგენტინის ეროვნული ნაკრების 24 წლის ფეხბურთელმა, რომელიც აქამდე “ესტუდიანტესსა” და მოსკოვის “სპარტაკში” გამოდიოდა, “სპორტინგის” შემადგენლობაში კარგი სეზონი ჩაატარა. მიუხედავად ამპლუისა, პორტუგალიის ჩემპიონატში ჩატარებულ 23 მატჩში მან 4 გოლი გაიტანა და ევროპის წამყვანი კლუბების ყურადღებაც მიიპყრო.
აქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ როხოს შეძენის მთავარი პრეტენდენტი “ლივერპული” იყო, თუმცა, გამოცემა O Jogo-მ გამოაკვლია და დაადგინა, რომ “ბარსელონა” ინიციატივის საკუთარ თავზე აღებას აპირებს და უკვე გაამზადა ოფიციალური წინადადება.
მარკოს როხოს თამაში დაცვის ცენტრში და მარცხენა ფლანგზე შეუძლია. პორტუგალიელი ჟურნალისტები წერენ, რომ კატალონიელები მასში ერიკ აბიდალის შემცვლელს ხედავენ. ჩემპიონთა ლიგაზე გასულ “სპორტინგს” ერთ-ერთი ლიდერის დაკარგვა არ უნდა, მაგრამ ევროპული გრანდის შეთავაზებაზე უარის თქმა გაუჭირდება.




ზურა ქსოვრელი

www.worldsport.ge

0
18
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
18
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0