x
image
worldsport.ge
დიეგოს „სანტოსში“ ელიან

image„ატლეტიკოს“ ცენტრალურ ნახევარმცველ დიეგოს, რომელსაც მადრიდულ კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ უმთავრდება, „სანტოსი“ ეპატიჟება. ბრაზილიელები მზად არიან, ფეხბურთელს 3-წლიანი კონტრაქტი შესთავაზონ.
ესპანური გამოცემების ცნობით, „სანტოსის“ წარმომადგენელი უკვე თავად დიეგოსაც შეხვდა, მაგრამ მოლაპარაკების დეტალებზე ჯერჯერობით არავინ საუბრობს.
„ატლეტიკომ“ დიეგო იანვარში შეიძინა „ვოლფსბურგისგან“, 1, 5 მილიონ ევროდ. მიმდინარე სეზონში 29 წლის ჰავბეკმა 12 თამაში ჩაატარა და თავი თითო გოლითა და საგოლე გადაცემით გამოიჩინა.


ოთარ მაღლაკელიძე

www.worldsport.ge

0
21
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0