x
image
worldsport.ge
ბანანი 12 ათასად

imageესპანური “ვილიარეალი” საკუთარი გულშემატკივრების ქცევის გამო მკაცრად დაისაჯა.
27 აპრილს “ბარსელონასთან” 2:3 წაგებულ მატჩში კატალონელთა მცველ დანი ალვეშს ტრიბუნიდან ბანანი ესროლეს. მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელმა ეს არ შეიმჩნია და “საჩუქარი” მოედანზევე მიირთვა, ესპანეთის ჩემპიონატის სპეციალურმა კომიტეტმა კლუბი 12 ათასი ევროთი დააჯარიმა.
AS-ის ცნობით, განიხილებოდა სტადიონის დისკვალიფიკაციის საკითხიც, მაგრამ კლუბი იმ ფაქტმა იხსნა, რომ გულშემატკივარი, რომელმაც ბანანი ისროლა მალევე იპოვნეს და დასაჯეს - მას სტადიონზე შესვლა აეკრძალა.


ზურა ქსოვრელი

www.worldsport.ge

0
28
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
28
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0