x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
ნანუკა ჟორჟოლიანი ქმარს საყვედურობს: "ირაკლი ამდენი გადარეული სად აიწეპე ამიხსენი"
imageბოლო დროს კოდუების ოჯახი საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. ჯერ ირაკლი კოდუას წაუყენეს ბრალი სამი დანაშაულისათვის და მასზე ძებნაც გამოაცხადეს. სულ ცოტა ხნის წინ კი ბიზნესმენი დავით კოდუა სცემეს. პოლიციას დღის ბოლომდე ჩაბარდა და აღიარებითი ჩვენება მისცა ბიზნესმენმა ნოშიკო ნამორაძემ. იგი ამტკიცებს, რომ თავდასხმის მიზეზი პირადი ანგარიშსწორებაა. ნამორაძე კოდუებს ნარკოტიკის ჩადებასა და ქონების წართმევაში ადანაშაულებს.image



ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი აქტიურადაა ჩართული მიმდინარე მოვლენებში. ამ ყველაფერის მიზანი მისი ჟურნალისტური საქმიანობა არ გახლავთ, ნანუკა ირაკლი კოდუას ცოლი გახლავთ. "ამ საქმეს ბოლომდე ჩავყვები"-წერს ჟორჟოლიანი და ჯერ–ჯერობით სიტყვასაც ამართლებს.

სულ ცოტა ხნის წინ ჟურნალისტმა მეუღლეს საქვეყნოდ უსაყვედურა. "აუ ირაკლი ამდენ გადარეული სად აიწეპე ამიხსენი რა?! ერთი დგას და ყვება ჯადოებს როგორ გვიკეთებს. მეორე ყვება მამამისი ნარკოტიკებს სად და როგორ ყიდულობდა! მესამე ამტკიცებს რომ მოსადის წევრი ხარ და საიდუმლო სქემები იცი! ამდენი ერთად სად იპოვე ამიხსენი რა!"-წერს ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში. image

ირაკლი კოდუა ძებნილია, მაგრამ ირკვევა, რომ მეუღლესთან დაკავშირებას მაინც ახერხებს. მან შინაგან საქმეთა სამინისტროს ნანუკას ხელით იმ ვიდეოკამერების სია გამოუგზავნა, რომელებზეც მისი ძმის ცემის ფაქტი უნდა ასახულიყო.


დავით კოდუას ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე გაუმჯობესდა. დაზარალებული ოთხივე კიდურს ამოძრავებს, მაგრამ ჯერ მაინც მართვით სუნთქვაზეა. ოჯახის წევრები არ გამორიცხავენ, რომ დავითი სამკურნალოდ საზღვარგარეთ წაიყვანონ. image

1
449
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
449
  
2014, 8 მაისი, 0:29
სტატია კარგია კოდუა არა :))
0 1 1