x
მეტი
  • 05.05.2024
  • სტატია:134628
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508794
ნინა წკრიალაშვილს საჯაროდ ბოდიშის მოხდას სთხოვენ

imageნინა წკრიალაშვილის სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" გამოჩენას, მისი მცირე, ეპიზოდური როლის მიუხედავად, დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. მომღერალმა თავის როლთან დაკავშირებით მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ შვილმა განსახიერებულ გმირთან გააიგივა და უთხრა, შენც დოდოშკასავით დაუნი
ხარ, ამიტომ არ გაგიჭირდა თამაშიო. სწორედ ამ ერთ ფრაზას მოჰყვა არასამთავრობო ორგანიზაცია "მზის შვილების" აღშფოთება და ნინას ფეისბუქის გვერდზე საჯაროდ ბოდიშის მოხდა მოსთხოვეს. ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
"ა.ო. "მზის შვილები" კითხვით მივმართავთ ნინა წკრიალაშვილს და მისგან სულ ცოტა, საჯარო ბოდიშის მოხდას მოვითხოვთ!
ნინა (ქალბატონოთი შეგნებულად არ მოგმართავთ, რადგან ამ შემთხვევაში სიტყვა ქალბატონი ძალიან გაუფასურდება),
PrimeTimenews-ისთვის მიცემულ ინტერვიუში საგულდაგულოდ
აღწერთ თქვენს გმირს, ქმრის მოღალატე ქარაფშუტა დოდოშკას და შემდეგ დასძენთ - „ჩემმა შვილმა მითხრა, შენც დოდოშკასავით დაუნი
ხარ, ამიტომ არ გაგიჭირდა თამაშიო, დამცინა სანდრომ". ნინა, თქვენი და თქვენი შვილის აზრით თქვენნაირი (დოდოშკასნაირი) ქარაფშუტა, აღვირახსნილი და ქმრის მოღალატე ქალი "დაუნია"? იცით, ჩემი
5 წლის შვილია "დაუნი", ჩემი მეგობრის 7 წლის შვილი, მეორე მეგობრის 17 წლის შვილი, ჩემი ნაცნობების 19, 21, 32, 3, 6, 1 წლის შვილებიც "დაუნები" არიან და თქვენგან (დოდოშკასგან)
განსხვავებით არასოდეს არავის უღალატებენ, არასოდეს არავის
მოატყუებენ, არასოდეს ფულზე და ციმციმა სამკაულზე არ გაცვლიან არავის და პირველ რიგში საკუთარ ღირსებას.თქვენ შეურაცხყოფა
მუაყენეთ ათეულ ათასობით ქართველ და რამდენიმე მილიონ დაუნის
სინდრომით დაბადებულ (და არა დაუნ) ადამიანს. საქართველოში
მიიღეს ანტიდისკრიმინაციული კანონი. თქვენ ამ კანონის ერთ-ერთი ინიციატორი პარტიის, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ერთგული მხარდამჭერი და წევრი ხართ და კანონის მიღებიდან ორი დღის შემდეგ...
ა.ო. "მზის შვილები" და პირადად მე, დაუნის სინდრომით დაბადებული 5 წლის ნინიკოს დედა თქვენგან საჯარო ბოდიშის მოხდას მოვითხოვთ.
აგრეთვე, ჩვენი მოთხოვნაა, თუ თავად არ მიგიწვდებათ ხელი, ჩვენი
დახმარებით მაინც, მოიძიეთ და გაეცანით ინფორმაციას დაუნის სუნდრომის შესახებ. ამ სინდრომით დაბადებული ბავშვები და მოზარდები შეგიძლიათ გაიცნოთ ფეისბუკის გვერდზე მზის შვილები
- დაუნის სინდრომი.
Children of Sun -Down Syndrome ან დამიკავშირდეთ პირადად
(ვფიქრობ არ გაგიჭირდებათ) +48 728 651 269


ა.ო. "მზის შვილები"

აღნიშნულ პოსტს ნინა დაუყოვნებლივ გამოეხმაურა და ბოდიშიც მოიხადა, რის ამსახველ ფოტოსაც საკუთარი ფეისბუქის გვერდზე აქვეყნებს.

image



0
149
7-ს მოსწონს
ავტორი:პერსეპოლისი
პერსეპოლისი
149
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0