x
image
worldsport.ge
Onda Cero: “ლუის ენრიკე „ბარსელონას“ მოელაპარაკა

image„სელტას“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად უარყო ესპანური გამოცემების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს „ბარსელონასთან“ აწარმოებს მოლაპარაკებას, მაგრამ მასმედია მაინც აქტიურად ირწმუნება, რომ კატალონური კლუბის ხელმძღვანელობა და ყოფილი ფეხბურთელი შესაძლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით საუბრობენ. ერთ-ერთი წყაროს - Onda Cero-ს ცნობით კი „ბარსელონას“ სპორტულ დირექტორ ანდონი სუბისარეტასა და ლუის ენრიკეს ბოლო შეხვედრის შემდეგ, რომელიც გუშინ გაიმართა, გადაწყდა, რომ „სელტას“ თავკაცი მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე ხერარდო მარტინოს ადგილს დაიკავებს.
თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა, ლუის ენრიკე საქმიანობას მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე შეუდგება.



ოთარ მაღლაკელიძე

www.worldsport.ge


0
28
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
28
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0