x
image
worldsport.ge
სუარესი რეკორდსმენია

image„ლივერპულის“ თავდამსხმელ ლუის სუარესის ანგარიშზე პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 31 გოლია, რითაც მერსისაიდელთა ურუგვაელმა ლეგიონერმა ალან შირერისა და კრიშტიანუ რონალდუს რეკორდი გაიმეორა. შირერმა ეს 1995-96 წლების სეზონში „ბლექბერნის“ შემადგენლობაში შეძლო, ხოლო რონალდუმ - 2007-2008 წლებში, „მანჩესტერ იუნაიტედის“ რიგებში.
31-ე გოლი სუარესმა ბოლოსწინა ტურში „კრისტალ პალასთან“ სტუმრად გამართულ მატჩში გაიტანა, მაგრამ სავარაუდოდ ეს თამაში ყველაზე ცუდად დაამახსოვრდება. „ლივერპული“ 79-ე წუთამდე 3:0-ს იგებდა და იმდენი მოახერხა, საბოლოოდ ფრეს დასჯერდა, რითაც დიდი ალბათობით ჩემპიონობის შანსი დაკარგა.
ფინიშამდე ერთი ტურით ადრე „ლივერპული“ „მანჩესტერ სიტის“ 1 ქულით უსწრებს, მაგრამ მანჩესტერელებს ერთი მატჩი თადარიგში აქვთ - ხვალ „ასტონ ვილას“ უმასპინძლებენ. 11 მაისს კი ოქროს მედლის ორივე კანდიდატი საკუთარ კედლებში ითამაშებს. „ლივერპული“ „ნიუკასლს“ დაუხვდება, ხოლო „სიტი“ – „ვესტ ჰემს“.




ოთარ მაღლაკელიძე

www.worldsport.ge

0
28
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
28
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0