x
image
worldsport.ge
მოურინიო: "კოშტა კარგი ფეხბურთელია"

imageლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. პორტუგალიელმა სპეციალისტმა სხვადასხვა თემებზე ისაუბრა, მათ შორის ტრანსფერებზე, ტიბო კურტუას მომავალსა და პრემიერლიგის დასკვნით ეტაპზე.
- რას იტყვით ტრანსფერებზე?
- სატრანსფერო ფანჯარა ზაფხულში გაიხსნება და გამოცდილი ფეხბურთელების შეძენას ვაპირებთ. დიეგო კოშტა კარგი ფეხბურთელია, ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს ვიტყვი.
- რაც შეეხება კურტუას მომავალს...
- ჯერ არ ვიცი ბელგიელთან დაკავშირებით რა მოხდება. რა თქმა უნდა, კურტუას გუნდში ხილვა მსურს.
- აზარზე რა აზრის ხართ?
- აზარი ჯერ ახალგაზრდაა და მაღალ დონეზე თამაში სტაბილურად ჯერ არ შეუძლია. მახსოვს "სიტისთან" მისი კარგი თამაში, მაგრამ ამავდროულად ვიტყვი, რომ მას გამოცდილება სჭირდება, რათა დასკვნით ეტაპზე, გადამწყვეტ მატჩებში თანაგუნდელებს 100%-ით დაეხმაროს. ჯერჯერობით აზარი შეცდომებს უშვებს, მაგრამ გამოსწორება შეიძლება.
- შეიძლება ითქვას სეზონი ჩაგივარდათ, თქვენ თავს თუ ადანაშაულებთ?
- ხალხი ოცნებობს, ხალხს ჩვენგან კარგი თამაში სურს. გულშემატკივრებს ჩემპიონთა ლიგის მოგება უნდოდათ, მაგრამ არ გამოვიდა. თუ წელს უტიტულოდ დავრჩებით, რა თქმა უნდა დამნაშავე ვიქნები. პრემიერლიგაში ორი თამაში დარჩა და შანსების გამოყენებას შევეცდებით.


გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
63
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
63
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0