x
image
worldsport.ge
მანჩესტერული გრანდები ფაბრეგასისთვის იბრძოლებენ

imageბრიტანული მედიის ცნობით, მანჩესტერული კლუბები “იუნაიტედი" და "სიტი" "ბარსელონას" ნახევარმცველით სესკ ფაბრეგასით დაინტერესდნენ და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნის შემდეგ ესპანელი ფეხბურთელის გადაბირებას შეეცდებიან. ჯერჯერობით არაა ცნობილი, აღნიშნული კლუბები კატალონიელებს ფაბრეგასის სანაცვლოდ რამდენს შესთავაზებენ.
ესპანურ მედიაში რამდენიმე კვირის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონას" ხელმძღვანელობა გუნდიდან რამდენიმე ფეხბურთელის გაშვებას აპირებს და მათ შორის ფაბრეგასიცაა.
"მანჩესტერი" წინა წელსაც ცდილობდა ესპანელი ფეხბურთელი გადაბირებას. ამჯერად ბრძოლაში "სიტიც" ჩაება და 26 წლის ფეხბურთელის შეძენას იმედოვნებს.
შეგახსენებთ, რომ სესკ ფაბრეგასს "ბარსელონასთან" კონტრაქტი 2016 წლის 30 ივნისს ეწურება, მისი სატრანსფერო ღირებულება კი 50 მილიონ ევროს შეადგენს.


გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
21
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0