ფეხბურთი მანჩესტერული გრანდები ფაბრეგასისთვის იბრძოლებენ 2014, 2 მაისი, 13:48 ბრიტანული მედიის ცნობით, მანჩესტერული კლუბები “იუნაიტედი" და "სიტი" "ბარსელონას" ნახევარმცველით სესკ ფაბრეგასით დაინტერესდნენ და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნის შემდეგ ესპანელი ფეხბურთელის გადაბირებას შეეცდებიან. ჯერჯერობით არაა ცნობილი, აღნიშნული კლუბები კატალონიელებს ფაბრეგასის სანაცვლოდ რამდენს შესთავაზებენ. გიორგი ბალახაძე 21 შეფასება არ არის
|