x
image
ვიზა კოხაძე
"მექალთანე" ჯორჯ კლუნი და მისი საყვარლები
ჰოლივუდის ვარსკვლავმა ჯორჯ კლუნმა მრავალწლიანი სათავგადასავლო და სასიყვარულო რომანების შემდეგ 52 წლის ასაკში დაქორწინება გადაწყვიტა.ამჟამად მისი რჩეული ამალ ალამუნდინია, რომლის კარიერამ და განვლილმა ღირსეულმა ცხოვრებამ მოხიბლა მსახიობი.როგორც კრიტიკოსები აფასებენ, ეს ურთიერთობა ყველაზე ჰარმონიულია "მექალთანე" კლუნის ცimage
ხოვრებაში.

მაგრამ მუდამ თავისუფალმა ჯორჯ კლუნმა არა ერთ ცნობილ ქალბატონს დასწყვიტა გული, რომლებიც მისის კლუნის იმიჯზე ოცნებობდნენ.მათ შორის აღსანიშნავია კიმბერლეი რასელთან გახმაურებული რომანი, რომელიც მალევე დასრულდა.image

მომდევნო წლებში მისი სატრფო გახდა ფრანგი ოფიციანტი სელინ ბალიტრანი, რომელთანაც მსახიობი სამი წელი ცხოვრობდა და მასაც დაშორდა.image

ამის შემდეგ ჯორჯ კლუნს ხუთწლიანი რომანი ჰქონდა ბრიტანელ მოდელთან ლიზა სნოუდენთან, მაგრამ მოგვიანებით გაარკვია ლიზამ, რომ მსახიობი მას მოდელთან კრისტ ალენთან ღალატობდა. ორივემ ერთდროულად მიატოვა "მექალთანე" ჯორჯ კლუნი.image


არდასრულებული რომანის მომდევნო ეტაპიც წარმატებით გადალახა მსახიობმა და ახლა რენე სელბეგერი გახდა მისი საყვარელი და მათი ურთიერთობა ისევე მალე დასრულდა, როგორც დაიწყო. მიზეზი კი ისევ ღალატი გახდა.image

კრისტა ალენთან კი მსახიობმა სამჯერ სცადა ურთიერთობა, მაგრამ სამივე მცდელობა კრახით დასრულდა.image

სარა ლარსონთან ვარსკვლავს რამდენიმე თვიანი სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა და მასაც 2008 წელს დაშორდა.image

2011 წელს მის ცხოვრებაში იტალიელი მსახიობი და ტელეწამყვანი ელისაბედ კანალისი გამოჩნდა და ყვითელი პრესა მაშინვე ალაპარაკდა მათ დაქორწინებაზე, მაგრამ წყვილმა იმავე წლის ზაფხულზე ოფიციალურად გააკეთეს განცხადება განშორებაზე.image

2012 წლიდან მისი გატაცება 31 წლის სპორტსმენი სტეისი კიბლერი გახდა. თითქმის ერთი წელი ერთად ცხოვრობდნენ ისინი, მაგრამ 2013 წლის ზაფხულზე ლამაზმანების მოყვარული მსახიობი კვლავ მარტო დარჩა.image

ჯორჯ კლუნის სასიყვარულო რომანებს უკავშირებენ ჰოლივუდის ისეთ კაშკაშა ვარსკვლავებს, როგორიცაა ჯულია რობერტსი, სელმა ჰაიაკი, შარლიზ ტერონი, ლუსია ლუი, თუმცა ჩამოთვლილ ვარსკვლავებზე მეტს არაფერს წერენ.

0
300
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
300
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0