x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508653
სკოლის გამოსაშვები საღამოს ვარცხნილობის იდეები ვარსკვლავებისგან
ვარსკვლავ-ქალბატონებს ყოველთვის აქვთ მიზეზი ექსპერიმენტები ჩაატარონ საკუთარ ვარცხნილობაზე: პრემიერები, წვეულებები, მიღებები.. მათი სტილისტების ფანტაზიასაც საზღვარი არ აქვს, ისინი იყენებენ ახალ მეთოდებს, რათა შექმნან ცნობილების განწყობის შესაბამისი იერსახე. გთავაზობთ ვარსკვლავების საღამოს ვარცხნილობის ნიმუშებს, რომლებიც გამოგადგებათ სკოლის გამოსაშვებ საღამოზე ან ქორწილში თავის მოსაწონებლად.

image

ქალბატონებს, რომელთაც არ უყვართ რთული ვარცხნილობები სტილისტები სთავაზობენ მსუბუქ ტალღებს გაშლილ თმებზე ან

თმის შეკვრას გრანჟის სტილში.


გაითვალისწინეთ, რომ დაუდევარ ვარცხნილობას უნდა შეუხამოთ დახვეწილი სამოსი, მაკიაჟში გააკეთეთ გამოკვეთილი აქცენტები.

image

image

image

image


თუ კლასიკური სამოსი გაქვთ შერჩეული, უპირატესობა მიანიჭეთ რეტრო-ტალღებს, გლამურულ ჰოლივუდურ კულულებს ან კრეატიულ ვარიანტებს მოკლე თმის შემთხვევაში. გრძელი და საშუალო სიგრძის თმა დაახვიეთ შუა სიგრძიდან ქვევით მიმართულებით.

image

image

image


რომანტიკული გარეგნობის შექმნაში დაგეხმარებათ თმის

ყვავილებიანი აქსესუარები, რომელიც წელსაც მეტად მოდურია.

ასეთი ვარცხნილობის შექმნას დიდი ძალისხმევა არ სჭირდება-

თმები ოდნავ აიჩეჩეთ და დაიმაგრეთ თმის სამაგრით.

image


დაწნული თმები წვრილი რეზინებით დაამაგრეთ და ამგვარად ვარცხნილობას რელიეფურობას და მოცულობას შესძენთ. თმა ნაკლებად გლუვი რომ არ იყოს, წინასწარ შეიფრქვიეთ მასზე

მშრალი შამპუნი.

image

image

image



1
117
1-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
117
  
2014, 30 აპრილი, 21:04
ერთი-ორი მომეწონა
0 1 1