x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
პოლიციელმა მოგუდა და გონი დააკარგვინა სტუდენტს, რომელიც არ უძალიანდებოდა(+შოკისმომგვრელი ფოტოები)
imageფოტოგრაფმა შეძლო არაერთხელ დაეფიქსირებინა პოლიციელი, რომელიც ძალადობდა კოლეჯის სტუდენტზე.

ფოტოსურათების თანამიმდევრული კადრები გვიჩვენებს, თუ როგორ უჭერს ყელში ხელებს პოლიციელი სტუდენტს მანამ, სანამ ამ უკანასკნელმა გონი არ დაკარგა.

სტუდენტები შენობაში მხიარულებდნენ, მაგრამ მერე ქუჩაში გააგრძელეს მოლხენა, რის გამოც პოლიცია გამოიძახეს. ისინი იმდენად ბევრნი იყვნენ, რომ ქუჩაში მოძრაობა გაჭირდა და 21-ე ქუჩის გადაკვეთაზე საჭირო გახდა წესრიგის დამყარება. image

ფოტოგრაფის, ჯონ მესნერის თქმით, ისინი პოლიციელებს ლუდის ბოთლებს ესროდნენ. ერთ-ერთი სტუდენტი დააკავეს, ხელბორკილი დაადეს და პოლიციის მანქანისკენ წაიყვანეს. ის წყნარად მიდიოდა და დაპატიმრებას არ ეწინააღმდეგებოდა-ამბობს მესნერი. მანქანასთან პოლიციელის ხელბორკილები შეუცვალეს სატრანსპორტო საშუალების ხელბორკილებით. როცა ორი ოფიცერი ბორკილებს უცვლიდა და ხელებს უკავებდა, მესამე მას ყელში ეცა და მოგუდვა დაუწყო. ახალგაზრდამ გონი დაკარგა და ძირს, მუხლებზე დაეშვა, თუმცა პოლიციელი მაინც არ უშვებდა ხელს. ახალგაზრდა გონდაკარგული იყო, პოლიციელმა კი თავზე მოჰკიდა ხელი, ორჯერ დაარტყა და წავიდა იუწყება მესნერი.


ნოკსვილდის პოლიცელები შეუფერებლად ექცევიან დაკავებულებს და ეს პირველი შემთხვევა როდია.

2011 წელს ნოკსვილის პოლიციამ ღამურებით სავსე საბარგულში შეყარა მოზარდები.

ამ საქმესთან დაკავშირებით კი ხუთ ოფიცერს პასუხს მოსთხოვენ.imageimage

0
219
2-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
219
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0