x
image
მანჩო 777
არასტანდარტული გარეგნობის მქონე ცნობილი მსახიობები
მინდა მოგითხროთ რამოდენიმე მსახიობზე, რომელთა გარეგნობა არ შეესაბამება ჰოლივუდის სტანდარტებს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ისინი საკმაოდ ცნობილები და პოპულარულები არიან( ან იყვნენ).


ვინსენტ ენდრიუ სკიაველი-სიცილიური წარმოშობის ამერიკელი მსახიობია. იგი ცნობილია ფილმებსა და სერიალებში მეორეხარისხოვანი როლების შესრულებით. სკიაველის უცნაური ფაქტურა (სიმაღლე 1, 98 მეტრი, უჩვეულოდ გრძელი სახე სპეციფიკური ხაზებით, არანორმალურად გრძელი კიდურები) განპირობებულია მარფანის სინდრომით. მსახიობი ფილმებში ძირითადად თამაშობს ფსიქიურად დაავადებული ან მახინჯი ადამიანების როლებს. ყველაზე მეტად ცნობილია მის მიერ შესრულებული როლი ფილმში "ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა".

image


პიტერ ჰაიდენ დინკლეიჯი-თეატრის და კინოს ამერიკელი მსახიობია. ის დაიბადა თანდაყოლილი მემკვიდრეობითი დაავადებით-აქონდროპლაზიით, რასაც სხვაგვარად "ჯუჯების სინდრომი" ჰქვია. მისი სიმაღლე 135 სმ-ია. დინკლეიჯი პოპულარული გახდა ფილმ "სადგურის ზედამხედველში" შესრულებული როლით.


image



ჯონი ეკი- მსახიობი დაიბადა 1911 წელს ნახევარი სხეულით:მისი ტანი მთავრდებოდა იქ, სადაც თეძოები იწყებოდა. მიუხედავად ფიზიკური ნაკლისა, ჯონი საორად ხალისიანი და სიცოცხლით სავსე ადამიანი იყო. მან გადაწყვიტა თავისი ფიზიკური ნაკლი ფულის შოვის წყაროდ ექცია და ამას მიაღწია კიდეც. მსახიობს უამრავ ფილმში აქვს შესულებული მეორეხარისხოვანი როლები( მისი საკულტო ფილმი იყო 1932 წელს გადაღებული საშინელებათა ჟანრის კინოლენტა "მახინჯები"). 1991 წელს ის სიმდიდრესა და ფუფუნებაში გარდაიცვალა.

image


მეთიუ მაკგრორი-მისი სიმაღლე ბაღის დამთავრებისას 150 სმ-ს შეადგენდა, ხოლო ზრდასრულ ასაკში 229 სმ-ს. დაბალი მკერდისმიერი ხმა და თანდაყოლილი არტისტიზმი მას დაეხმარა პოპულარული გამხდარიყო.თავიდან მეთიუს იწვევდნენ მერილინ მენსოსნის და იარონ მაიდენის კლიპებსა და შოუებში გადასაღებად, შემდეგ კი გადაიღეს საშინელებათა ფილმში "ათასი გვამის სახლი", რასაც სხვა ფილმები მოჰყვა. მეთიუ მაკგროგი 32 წლის ასაკში გარდაიცვალა.

image



რობერტ ზდარი-მსახიობი უზარმაზარი ქვედა ყბით, ცნობილია ფილმებით " ტანგო და კეში", "მანიაკი-პილიციელი". ამ უკანასკნელმა ფილმმა ისეთი პოპულარობა მოიპოვა, რომ შემდეგ კიდევ მისი ორი სერია გადაიღეს.

image


მაიკლ ბერიმანი დაიბადა თანდაყოლილი დაავადებით-ჰიპოჰიდროტიკური ექტოდერმარული დისპლაზია, რომლის დროსაც ადამიანს არ აქვს თმები, ფრჩხილები და კბილები და საერთოდ წააგავს მუტანტს უცხოპლანეტელებზე გადაღებული ფილმებიდან. სწორედ მუტანტების როლებზე იყო ბერიმანი სპეციალიზირებული. საკულტო საშინელებათა ფილმმა -"ტილოებსაც თვალები აქვთ", ის ჰოლივუდის მთავარი კინომონსტრი გახადა. ამას მოჰყვა "ვარსკვლავეთის გზა" და '' ბაიკერები ჩონჩხისაგან". ბერიმანი გადაღებულია აგრეთვე ფილმში "ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა", თუმცა ბევრ თქვენგანს მსახიობი ემახსოვრება Motley Crue -ის კლიპიდან «Smokin’ in the Boys’ Room».

image


რიჩარდ კილი-ალბათ ბევრ თქვენგანს ახსოვს ჯეიმს ბონდის ლითონისკბილებიანი მტერი ფილმებიდან "მე მიყვარს შპიონი" და "მთვარის მრბოლელი". 217 სანტიმეტრიანმა სიმაღლემ და საშინელმა სახემ მას სამუდამოდ მიაკერა პათოლოგიური ბოროტმოქმედის იარლიყი. "ინსპექტორ გაჯეტში" მან საკუთარი თავის პაროდიაც კი შეასრულა. თუმცა კილის შემოქმედებითი ამბიციები გაცილებით შორს წავიდა: კილი გახდა სცენარისტი და პროდიუსერი არცთუ წარმატებული, მაგრამ კრიტიკოსების აზრით შესანიშნავი ფილმისა "გოლიათი ჭექა-ქუხილის მთიდან". რიჩარდ კილი სულ ახლახან განიკურნა ალკოჰოლიზიმისაგან და ამჟამად მზიურ კალიფორნიაში ცხოვრობს.

image


კურტ შნაიდერი, იგივე ჰარი ერლზი დაიბადა 1902 წელს გერმანიაში. მალევე გაირკვა, რომ ის სამუდამოდ დარჩებოდა ჯუჯის სიმაღლის და ბავშვური, თოჯინისმაგვარი სახით, რადგან მის ორ დას და ერთ ძმასაც ზუსტად იგივე ბედი ეწიათ. ისინი ოთხივენი ერთად რაღაც ფანტასმაგორიულ სანახაობას წარმოადგენდნენ. ამერიკაში გადასახლების შემედგ შნაიდერების ოჯახმა შექმნა მსახიობების დასი "თოჯინები". ჰარიმ ოჯახიდან პირველმა დაიწყო კინოში გადაღება. მისი პირველი როლი იყო ლილიპუტი ფილმიდან " უწმინდური სამეული". შემდეგ ოთხივე შნაიდერმა ითამაშა ლეგენდარულ ფილმში "ჯადოქარი ოზის ქვეყნიდან" და ფილმში "მახინჯები". შნაიდერები კინოს ისტორიაში შევიდნენ, როგორც "მთავარი კინემატოგრაფიული ჯუჯები".

image

5
704
11-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
704
  
2014, 28 აპრილი, 14:28
ალბათ, მაკა. წყაროში ეგ სათაური ეწერა და მე არ ვიცი, არ მინახავს ეგ ფილმი...საშინელებათა
ჟანრის ფილმებს რ ვუყურებ.
2014, 28 აპრილი, 14:27
კი.ეგაა
2014, 28 აპრილი, 14:06
რობერტ ზდარი ის ხომ არაა.."გუგულის ბუდეში'--ინდიელის როლში როა?
2014, 28 აპრილი, 0:01
მაიკლ ბერიმანის ფილმს "ბორცვებსაც აქვს თვალები" ჰქვია, ერთ-ერთი განთქმული ფილმია, ძალიან მომწონს :))
2014, 27 აპრილი, 18:24
ანუ არასოდეს დაეცე სულით:))))))
წარმატება მონდომებაზეა და არა გარეგნობაზე დამოკიდებული
0 1 5