x
image
worldsport.ge
ბრაზილია გატანილი გოლებითაც ლიდერია

imageბრაზილიაში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატამდე ფიფამ საინტერესო სტატისტიკური მონაცემი გაავრცელა. მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ეროვნულ ნაკრებებს შორის ყველაზე მეტი გოლი ბრაზილიელებს გაუტანიათ. მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონების ანგარიშზე 210 გოლია. მეორე ადგილზე 206 გატანილი გოლით გერმანიის ეროვნული გუნდი იმყოფება. გერმანელებს წელს შანსი ექნებათ პირველ ადგილზე გადავიდნენ.
მესამე პოზიციაზე 126 გოლით იტალიელები იმყოფებიან და მხოლოდ სამი გოლით უსწრებენ არგენტინელებს. "ალბისელესტე", გერმანელთა მსგავსად, წელს შეეცდება პოზიცია გაიუმჯობესოს. ტოპ ხუთეულის ბოლო ადგილზე საფრანგეთის ეროვნული ნაკრებია. ფრანგებს მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში 96 გოლი გაუტანიათ.


გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
32
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
32
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0