x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ყველაზე მახინჯი ვარსკვლავები

ბარბრა სტრაიზანდი(Barbra Streisand)-მიუხედავად უშნო გარეგნობისა, ეს ქალბატონი ამერიკის შოუ-ბიზნესის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გამოდგა.ოსკარის, გრემის, ემის და ოქროს გლობუსის მფლობელი. განსაკუთრებით სახელი გაითქვა ფილმით "სასაცილო გოგონა", ხოლო ისეთმა სიმღერებმა, როგორიცაა"woman in love" და "way we were"მსოფლიო აღიარება მოუტანა.image
































რონი ჯეიმს დიო-Ronnie James Dio (ნამდვილი სახელი რონი ჯეიმს პადავონა)-გარდაიცვალა 2010 წელს კუჭის კიბოთი.-ამერიკელი როკ-მომღერალი, ჯგუფების-Elf-ის Rainbow-ს და Black sabbath-ის სოლისტი. გარდა უშნო გარეგნობისა, იგი საკმაოდ დაბალიც იყო(1.60სმ.)-თვით ირონიაც იყო, რომ მან ფსევდონიმად "დიო" აირჩია(იტალიურად ღმერთს ნიშნავს.)გარეგნობისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ხმა ნამდვილად ღვთიური ჰქონდა.image

















მაიკლ ბერიმანი(Michael Bariman)-ამ კაცის სიმახინჯის მიზეზი იშვიათი გენეტიკური დავადებაა, როგორც თვითონ აცხადებს მას 26 ფიზიკური ნაკლი აქვს.ძირითადად მონაწილეობს საშინელებათა ფილმებში.ამ ჟანრის მოყვარულები კარგად იცნობენ მას.სახელი გაითქვა ფილმით-"ბორცვებსაც აქვს თვალები."image






















კლინტ ჰოუვორდი(Clint Howard) -ეს კაცი სიმახინჯის განსახიერებაა, მრავალ ფილმში მონაწილეობს, განსაკუთრებით მაყურებელს "ოსტინ პაუერიდან" დაამახსოვრდებოდა.image




















კურტნი ლავი(Courtney Love) -როკ-მომღერალი, ჯგუფ hole-ს დამაარსებელი, კურტ კობეინის ქვრივი.(ნამდვილი გვარი კურტნი-მიშელ ჰარისონი)ეს ქალი არც ადრე გამოირჩეოდა გარეგნობით, მაგრამ ამდენი ლოთობისგან და ნარკოტიკებისგან საშინელი შესახედავი გახდა.image


ვინსენტ სკიაველი(Vincent Schiavelli) -ამერიკელი მსახიობი, გარდაიცვალა 2005 წელს ფილტვების კიბოთი.თამაშობდა ძირითადად ფსიქიურად დაავადებულთა და მონსტრების როლებს.მახინჯი გარეგნობის გარდა სიმაღლით(1.98სმ.) და უზომოდ გრძელი ხელებით გამოირჩეოდა.მაყურებლებს დაამახსოვრდებოდა ფილმიდან "მოჩვენება"და "გუგულის ბუდეს ვიღაცამ გადაუფრინა"image


კელი ოსბორნი(Kelly Osbourne) -როკ მომღერალი, ოზი ოსბორნის ქალიშვილი.ამ გოგონას უპროპორციო ტანის გარდა, საკამაოდ უშნო გარეგნობა აქვს.პოპულარობა მოიპოვა სიმღერებით "papa don't preach"და "changes"(მამიკოსთან დუეტში.)image


მერლინ მენსონი(Marilyn Manson) --როკ-მომღერალი, მხატვარი, ჟურნალისტი.(ნამდვილი გვარი-ბრაიან ჰიუ უორნესი.)ამ ადამიანს მრავალმხრივი ნიჭი გამოყვა, თუმცა გარეგნულად ნამდვილ ურჩხულსა გავს. image

როლინგ სტოუნზი(The Rolling Stones) -ეს ინგლისური როკ-ჯგუფი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გახლავთ პოპ-ინდუსტრიაში, მათი გაყიდული ალბომების საერთო რაოდენობა 200 მილიონს აჭარბებს, თუმცა ძნელად მოიძებნება მსოფლიოში სხვა ანალოგიური ჯგუფი, სადაც ამდენი უშნო გარეგნობის მუსიკოსი იყოს ერთად თავმოყრილი.image

8
204
8-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
204
  
2014, 24 აპრილი, 19:10
ეგ ფილმიც მაქვს ნანახი, კარგია, კაცის ურწმუნოებას სავალალო შედეგი მოყვა.
2014, 24 აპრილი, 19:00
თუ მაიცდამაინც მიდგა მაგ ჟანრის ფილმებზე საუბარი..ჩემთვის მაინც "ომენია"..ალბათ საუკეთესო
2014, 24 აპრილი, 18:57
ყველანაირ ჟანრს შემიძლია ვუყურო თუ საინტერესო შინაარსის ფილმია, თუმცა ნამეტანი ფანტასტიურსაც ვერ ვუყურებ ხოლმე.
2014, 24 აპრილი, 18:56
საშინელებებიდან ვერაფრით ვერ ვუყურებ წყევლას,მონაზონს და ხერხს...რამდენჯერაც ჩავრთე იმდენჯერ ლამის გული გამისკდა და აღარ გავაგრძელე
2014, 24 აპრილი, 18:51
ძალიან ფანტასტიურებს არ ვუყურებ ინ, ზღაპარს რომ გავს და გეცინება, უფრო სპეც ეფექტები რომელსაც აქვს და მართლა საშინელ ხასიათს რომ ატარებს, მაგ: "ბორცვებსაც აქვს თვალები", "ცვილის ფიგურების სახლი", "შიმშილი", "ასტრალი", "დაშვება", "დანიშნულების ადგილი", "ხერხი" და ა.შ.
2014, 24 აპრილი, 16:49
საშინელებათა ფილმს რომ ვუყურო 1 კვირა ვერ დავიძინებ და ვერ შევჭამ:)))))))))))))
დეტექტივები კი მიყვარს:)))
2014, 24 აპრილი, 13:58
მეც მიყვარდა ერთი ხანობა საშინელებე\ათა ფილმები..თუმცა ამჟამად მომბეზრდა.....
2014, 24 აპრილი, 13:48
მიყვარს საშინელებათა ჟანრის ფილმები და თითქმის ყველა მაქვს ნანახი რაც არსებობს, "ბორცვებსაც აქვს თვალები" ეს კაცი თუ გრიმის გარეშე იქნებოდა, ვერ წარმომედგინა. :)
0 1 8