x
image
worldsport.ge
რობენი: "ჩემპიონთა ლიგის ფავორიტები არ ვართ"

imageმიუნხენის "ბაიერნის" შემტევი ნახევარმცველი არიენ რობენი მიიჩნევს, რომ მიუნხენელები ჩემპიონთა ლიგის ფავორიტები არ არიან.
"ჩვენ ნახევარფინალში ვთამაშობთ და შეიძლება ყველაფერი მოხდეს. ჩვენი ბოლოდროინდელი თამაშის ფონზე ვიტყვი, რომ ფავორიტები არ ვართ" - განუცხადა Kicker-ს ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა.
მიუნხენის "ბაიერნი" გერმანიის ჩემპიონობის ნაადრევად განაღდების შემდეგ მოეშვა და ოთხ თამაშში მხოლოდ ერთი გამარჯვება მოიპოვა და ამის გამო გუნდს ხშირად აკრიტიკებდნენ. არიენ რობენის განცხადებით მიუნხენელებს "რეალთან" მძიმე ბრძოლის გადატანა მოუწევს.
"რეალი" რთული მეტოქეა, ამ ორ მატჩში გამოჩნდება ჩვენი სათამაშო ხარისხი. თუ ყურადღებით არ ვიქნებით, შეიძლება ყველაფერი ცუდად დამთავრდეს".
შეგახსენებთ, რომ 2012 წელს ნახევარფინალურ დაპირისპირებაში მიუნხენის "ბაიერნმა" მადრიდის "რეალი" პენალტების სერიაში დაამარცხა.


გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge




0
24
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0