x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
ნიკოლოზ რაჭველი "იძებნება"
imageნიკოლოზ რაჭველი ყველასათვის საყვარელი დირიჟორი, კომპოზიტორი და პიანისტი გახლავთ. წლების მანძილზე მას საქართველო ნიკოლოზ მემანიშვილად იცნობდა, მოგვიანებით კი მუსიკოსმა ფსევდონიმით მოღვაწეობის გაგრძელება გადაწყვიტა. image

სულ ცოტა ხნის წინ ნიკოლოზ რაჭველმა სკანდალური ინფორმაცია გაავრცელა, რომელსაც თან საკუთარი ფოტოებიც დაურთო.

"ვ ი ძ ე ბ ნ ე ბ ი !!!
მიმდინარე წლის 3 მარტს ქვეყნიდან გავიდა და ჯერ არ დაბრუნებულა
როგორც ჩვენში იტყვიან "ცნობილი სახე" - ნიკოლოზ რაჭველი!
ნებისმიერი ინფორმაცია მისი ადგილსამყოფელის შესახებ ძვირფასია ჩვენთვის. მპოვნელი, თუ კი მუსიკის მოყვარულია, დასაჩუქრდება აბონემენტით ეროვნული მუსიკალური ცენტრის სეზონურ კონცერტებზე, ხოლო თუ კი შემსრულებელია - მოწვეულ იქნება ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან სოლისტის ან დირიჟორის რანგში!
დარეკეთ! მოგვწერეთ! შემოგვითვალეთ!
ცხელი ხაზი: Facebook / +995322915505
საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის ადმინისტრაცია და სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსები"-წერს ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში. image

მოგვიანებით, მუსიკოსმა კიდე ერთი ფოტო გაავრცელა წარწერით: "შესაბამისი ორგანოები ფოტო-მასალას ავრცელებენ, თუმცა აქ მხოლოდ ვხედავთ, რომ ნიკოლოზ რაჭველი მგზავრობს, საით ან საიდან კვლავ უცნობი რჩება..." რას გულისხმობს მუსიკოსი ამ განცხადებებში ჯერ უცნობია. იმედია ნიკოლოზ რაჭველი მართლა არ იძებნება...


image

0
1074
5-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
1074
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0