x
image
worldsport.ge
პერესი ყველა ტიტულს უმიზნებს

imageმადრიდის “რეალის” პრეზიდენტი ფლორენტინიო პერესი, “სამეფო თასის” ფინალში “ბარსელონასთან” 2:1 მოგებული მატჩის შემდეგ უზომოდ გახარებული იყო და Inside Spanish Football-თან საუბარში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ წლეულს მისი კლუბი ყველა ტიტულის მოგებას გეგმავს.
ქვეყნის თასის მოგების შემდეგ, მადრიდელებს პრიმერა დივიზიონი და ჩემპიონთა ლიგა დარჩათ მოსაგები. ესპანეთის ჩემპიონატში “რეალი” მეორე ადგილზეა და გათამაშების დასრულებამდე 5 ტურით ადრე, ლიდერ მადრიდის “ატლეტიკოს” 3 ქულით ჩამორჩება. “სამეფო კლუბი” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშიც გავიდა და იქ მიუნხენის “ბაიერნს” შეხვდება.
“ეს იყო საოცარი მატჩი, რომელშიც გამარჯვებას მუხლჩაუხრელი შრომისა და თავგანწირვის ხარჯზე მივაღწიეთ. უმაღლესი კლასის მეტოქესთან, თავდაუზოგავი შრომა დაგვჭირდა. ყველამ ძალიან კარგად ითამაშა და ის იყო საფეხბურთო ზეიმი, რომელსაც მთელმა მსოფლიომ ადევნა თვალი და ეს არა მხოლოდ “რეალის”, ან “ბარსელონას”, არამედ სრულიად ესპანური ფეხბურთის გამარჯვებაა. მინდა მადლობა გადავუხადო “ბარსელონას” ასეთი თამაშისთვის. ძალიან კარგად ითამაშეს და მათი გულშემატკივრებიც ღირსეულად იქცეოდნენ. იგივეს ვიტყვი ჩვენი გუნდისა და გულშემატკივრების შესახებ. აქ გამარჯვებისთვის ჩამოვედით და მიზანს მივაღწიეთ. ძალიან კარგია სეზონის პირველი ჯილდო რომ მოვიპოვეთ. ეს გაამყარებს ჩვენს რწმენას დარჩენილი ტიტულებისთვის ბრძოლაში. დარჩა ჩემპიონთა ლიგა და პრიმერა დივიზიონი - ჩვენ მაქსიმალური შედეგის მიღების იმედი გვაქვს” - განაცხადა პერესმა.





ზურა ქსოვრელი

www.worldsport.ge

0
29
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
29
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0