x
image
worldsport.ge
დემეტრაძე უკრაინის ჩემპიონატის “პოკერისტების” სიაში

imageსაქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფორვარდი გიორგი დემეტრაძე, იმ 9 ფეხბურთელს შორისაა, რომლებსაც დამოუკიდებელი უკრაინის ჩემპიონატში ერთ მატჩში 4 გოლი გაუტანიათ.
აქამდე, ასეთი 8 მოთამაშე იყო, მაგრამ სამშაბათს “დნიპროს” ბრაზილიელმა ლეგიონერმა მათეუსმა ლუცკის “ვოლინის” კარი 4-ჯერ აიღო და შესაბამისად “პოკერისტების” რიცხვიც გაიზარდა.
რაც შეეხება დემეტრაძეს, ქართველმა თავდამსხმელმა თავი კიევის “დინამოს” შემადგენლობაში 2000 წლის 27 აგვისტოს გამოიჩინა, როდესაც მისმა გუნდმა სტუმრად ტერნოპოლის “ნივა” 7:3 დაამარცხა.
დემეტრაძე 2003-2004 წლების სეზონში დონეცკის “მეტალურგის” მაისურით გატანილი 18 გოლით უკრაინის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. გარდა ამისა, ის “მეტალურგის” არსებობის ისტორიაში საუკეთესო გოლეადორია – 86 მატჩში 34 ბურთი.

ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
187
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
187
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0