x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133848
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508142
გივი თარგამაძემ ვანო მერაბიშვილს დაბადების დღე მიულოცა

imageსაპარლამენტო უმცირესობის წევრმა გივი თარგამაძემ ყოფილ პრემიერ–მინისტრს და ამჯერად პატიმარ ვანო მერაბიშვილს დაბადების დღე სოციალური ქსელით მიულოცა.


"დღეს ჩემი დიდი ხნის მეგობრის და თანამებრძოლის, საქართველოს ცივილიზებული მომავლისთვის თავგამოდებული მებრძოლის, ქართული სახელმწიფო ინსტიტუტების ერთერთი შემქმნელისა და დამკვირვებლის, უბრალოდ კარგი ადამიანის, ვანო მერაბიშვილის დაბადების დღეა. დღეიდან სამი თვის განმავლობაში ის ჩემზე უფროსი იქნება და რამე ჭკვიანურს თუ იტყვის, დავუჯერებ:) მის ოჯახს, დათუნას, მიშოს და თაკოს ვუსურვებ ჯანს და მოთმინებას. ვანოს ვუსურვებ, კარგად დაისვენოს, რაც მე მაინც ვიცი, მრავალი წელია არ გაუკეთებია. ვიცი, რომ ჩემი სურვილის გარეშეც, ამ დროს მაქსიმალურად გამოიყენებს განვლილი გზის ანალიზისთვის და ჩვენზე მშვიდ გარემოში დაგეგმავს სამომავლო ნაბიჯებს. მალე გათავისუფლებას არ ვუსურვებ, რადგან ასეთი სურვილი იმის ნიშანი იქნებოდა, რომ ვზივარ და ველოდები, ეს როდის მოხდება, მე კი არ ვზივარ და არ ველოდები. ჰაკიმ–ფაშამ და მისმა ტურებმა მშვენივრად იციან, რომ მეგობრის მიმართ ბინძურ ქმედებებს არ ვაპატიებ. ფარცხალაძემ ეს პირველმა შეიგრძნო. ასე, რომ ცოტაც დაისვენე, ვანო, ცოტაც, "–წერს გივი თარგამაძე "ფეისბუკის" პირად გვერდზე.

0
493
1-ს მოსწონს
ავტორი:ნოდარ ჯოჯუა
ნოდარ ჯოჯუა
493
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0