x
image
worldsport.ge
რონალდუ “ელ კლასიკოს” გამოტოვებს

imageმადრიდის “რეალის” ფორვარდ კრიშტიანუ რონალდუს ტრავმა კატალონიის “ბარსელონასთან” კოპა დელ რეის ფინალურ მატჩში მონაწილეობის საშუალებას არ აძლევს. ამის შესახებ El Conditencial-ი იუწყება.
კვირას, “რეალის” ბაზაზე კლუბის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი რონალდუს და სამედიცინო შტაბის წევრებს შეხვდა. მედიკოსებთან გასაუბრების შემდეგ, პერესმა პორტუგალიელი დაარწმუნა, რომ უმჯობესია, “ელ კლასიკომ” მის გარეშე ჩაიაროს. მადრიდელებს რონალდუს დასვენება და მიუნხენის “ბაიერნთან” უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური მატჩებისთვის მომზადება სურთ.
შეგახსენებთ, რომ კოპა დელ რეის ფინალი 16 აპრილს, “მესტალიაზე” ჩატარდება.




ირაკლი ჯაფარიძე

www.worldsport.ge

0
24
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0