x
image
worldsport.ge
“ბენფიკამ” ნახევარფინალის საგზურით ვერ გაიხარა

imageლისაბონის “ბენფიკამ” უეფას ევროპის ლიგის მეოთხედფინალში “ალკმაარის ბარიერი საკმაოდ ადვილად დაძლია, მაგრამ ეს წარმატება მაინც საკმაოდ ძვირი დაუჯდა – პორტუგალიური კლუბის მცველმა მანუელ სილვიუმ მძიმე ტრავმა მიიღო. “ბენფიკას მთავარი მწვრთნელის ჟოზე ჟეზუშის განცხადებით, ფეხბურთელს ფეხი აქვს მოტეხილი.
“სილვიუს დაშავებამ მთელ გუნდს გაუფუჭა ხასიათი. თამაშის შემდეგ გასახდელში საზეიმოდაც კი არ გვეცალა, ყველა ამ ტრავმაზე ფიქრობდა. სამწუხაროდ სილვიუს ოპერაციის გაკეთება მოუწევს, ჩვენ კი სეზონი მის გარეშე უნდა გავაგრძელოთ” – უთხრა ჟეზუშმა goal.com-ს.


ოთარ მაღლაკელიძე

www.worldsport.ge

0
28
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
28
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0