x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
ანუკი არეშიძე: "ანუკი მორჩა ბავშვების გაჩენას, ეგ თემა დახურულია"
imageანუკი არეშიძე და კახა კალაძე ერთ-ერთი პოპულარული წყვილია და შესაბამისად მუდამ საზოგადოების ყურადღების ცენტრში ტრიალებენ. კახი ფეხბურთელი, ბიზნესმენი და ახლა უკვე საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი გახლავთ და ამ ყველაფერმა ოჯახისადმი საზოგადოების ინტერესი გაამძაფრა. აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ მეუღლეს პოპულარობით ანუკიც არ ჩამოუვარდება, ახალგაზრდა დიზაინერის სამოსი ქართველი მანდილოსნების მოწონებას იმსახურებს.

image

სულ ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ანუკი არეშიძე მეოთხე შვილს ელოდება. სამწუხაროდ გავრცელებული ინფორმაცია მხოლოდ ჭორი აღმოჩნდა. "არა, არ ველოდები. ტყუილია. ანუკი მორჩა ბავშვების გაჩენას, ეგ თემა დახურულია"-ამტკიცებს ანუკი. კახი კალაძე ცოტა ხნის წინ ამტკიცებდა, რომ მინიმუმ ოთხ შვილის გაჩენას აპირებდა. როგორც ჩანს წყვილი ჯერ-ჯერობით სამი შვილით კმაყოფილდება. მათ სამი ვაჟი ჰყავთ, ლევანი, კახაბერი და ვაჩე. პატარა ვაჩე სულ რამდენიმე თვის წინ მოევლინა ქვეყანას. უფროსი ძმები პატარაზე ეჭვიანობენ, სწორედ მაშინ უნდათ ყველაფერი, როცა ანუკი ვაჩეს უვლის.

ანუკი შვილებსა და პროფესიას ერთმანეთს შესანიშნავად უთავსებს. დილით თორმეტამდე შვილებთანაა და მთელ საღამოსაც მათთან ერთად ატარებს. 5 აპრილს დიზაინერმა ახალგაზრდული სასახლის დარბაზში საკუთარი ახალი კოლექცია წარადგინა, რომელმაც დამსწრეთა მოწონება დაიმსახურა.


ვუსურვოთ ოჯახს წარმატებები და ბედნიერი მომავალი...imageimageimage


0
489
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
489
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0