x
image
_K_
იცით ქოლგის შექმნის ისტორია?
imageქოლგა დღეისთვის ჩვეულებრივ საგნად ითვლება, ის ხალხს წვიმისგან და ხშირად, მზისგანაც გვიცავს; ბევრი ქოლგა იკეცება, ამიტომ ადვილია მისი ხელით ტარება.

თუმცა, ყოველთვის როდი იყო ქოლგა ჩვეულებრივი საგანი. წარსულში ის მეფობის ან მნიშვნელობის ნიშანი იყო, რამდენიმე აფრიკული ტომი ქოლგას ჯერ კიდევ ამ გზით იყენებს - ვიღაცას ხელში უჭირავს ქოლგა და მიდის მეფის ან მნიშვნელოვაინ ადამიანის უკან.imageქოლგები ძალიან ძველია. ჩინელებს ის 3000 წელზე ადრე ჰქონდათ. აქედან მოყოლებული, ამ საგანმა იმოგზაურა ინდოეთში, სპარსეთში და ეგვიპტეში. საბერძნეთში და რომში მამაკაცები არ იყენებდნენ მას, რადგან სჯეროდათ, რმო ქოლგები მხოლოდ ქალებისთვის იყო.

როცა ესპანელი მკვლევრები იყვნენ მექსიკაში, მათ ნახეს, რომ აცტეკელი მეფეები იყენებდნენ ქოლგებს. ინგლისელმა მკვლევრებმაც ნახეს, რომ ამერიკის პრინცესა ხელით ატარებდა მას ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთ მხარეში. ეს იმას ნიშნავდა, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში ხალხმა სხვადასხვა დროს გამოიგონა ქოლგა.

ინგლისი, ალბათ, პირველი ქვეყანა იყო ევროპაში, სადაც ჩვეულებრივმა ხალხმა გამოიყენა ქოლგა წვიმისგან თავის დასაცავად. ინგლისს წვიმიანი კლიმატი აქვს და ქოლგები აქ ძალიან გამოსადეგია.


დღეს ყველა იყენებს ქოლგას. შემდეგში, როცა მას ხელში დაიჭერთ, გაიხსენეთ, რომ საუკუნეების განმავლობაში მხოლოდ დიდებულები ატარებდნენ მას. შესაძლოა, თქვენ მართლაც ხართ მეფე ან დედოფალი, პრინცესა ან პრინცი.

image

0
606
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:_K_
_K_
606
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0