x
image
_K_
კულტურის როლი ბიზნესსამყაროში
imageხალხი განსხვავებული კულტურებიდან რაღაცებს სხვადასხვა გზებით აკეთებს. მაგალითად, მსოფლიოს რაღაც ნაწილში ხალხი ამ თარიღს >> 2/1/2005 << კითხულობს, როგორც 2005 წლის 2 იანვარი. ისინი დღეს თვის წინ ათავსებენ. მსოფლიოს სხვა ნაწილში კი ამ თარიღს კითხულობენ, როგორც 2005 წლის 1 თებერვალი. ისინი თვეს დღის წინ ათავსებენ.


მარტივი ჟესტი შეიძლება, სხვადასხვა რამეს ნიშნავდეს სხვადასხვა image
კულტურაში. ცერა თითი ზემოთ "არაჩვეულებრივს" ნიშნავს აშშ-ში, მაგრამ ის შეურაცხყოფაა აფრიკის ნაწილში. თავის მაღლა-დაბლა ქნევა "კი"-ს ნიშნავს ევროპაში და აშშ-ში, თუმცა, საბერძნეთში და თურქეთში ეს ნიშნავს "არა"-ს. ვინმეზე თითით ჩვენება კარგია კანადაში, მაგრამ უზრდელობად ითვლება იაპონიაში.

ბიზნესმენებისთვის ასეთ განსხვავებას შეუძლია, გამოიწვიოს სერიოზული გაუგებრობები. ამ გაუგებრობებს შეუძლია, დაანგრიოს ბიზნესურთიერთობები. ამის თავიდან ასაცილებლად, ბევრი ბიზნესმენი ესწრება მეცადინეობებს ცოტა რამის შესასწავლად.


კლიენტებთან სწორი მისალმება ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნეს-image
სამყაროში. თუმცა, იმ ხალხის ჩვევები, რომლებთანაც მისალმება გიწევთ, სხვადასხვა კულტურაში მაინც განსხვავებულია. ჩრდილოეთ ამერიკელები შეხვედრისას ხშირად ართმევენ ერთმანეთს ხალხს, იაპონიაში თავს უკრავენ, ტაილანდელები კი ერთად დებენ ხელებს, თითქოს ლოცულობენ და შემდეგ უკრავენ თავს. ზოგ არაბულ კულტურაში კაცები არ ართმევენ ხელს იმ ქალებს, რომლებიც არ არიან მათი ოჯახის წევრები.





განსხვავებულია, ასევე, ჩვევები ჭამის დროსაც. ზოგი ადამიანი არ ჭამს ხორცს, სხვები არ სვამენ ალკოჰოლს. დასავლეთში ხალხი ჭამს დანა-ჩანგლით, აღმოსავლეთში კი ჭამენ ჩხირებით. ზოგ კულტურაში კარგია საუბარი ბიზნესზე ჭამის დროს, სხვაგან კი ეს უზრდელობაა. ბიზნესმენებისთვის საჭიროა, იცოდნენ ამის შესახებ.

image


ზოგჯერ ბიზნესმენი სტუმრობს თავისი კლიენტის ოჯახს. ბევრ კულტურაში ჩვევაა რამე პატარა საჩუქრის მირთმევა. მაგრამ რა უნდა მიართვათ?.. აქაც თავს იჩენს კულტურების განსხვავება. მაგალითად, ინგლისში დანის ჩუქება ცუდ ბედს ნიშნავს, ზოგ ქვეყანაში უზრდელობაა თეთრი ყვავილების ან საათის ჩუქება. სხვა სირთულეებთანაა დაკავშირებული, რამდენი ფული უნდა დახარჯოთ საჩუქარზე. თუ თქვენ ცოტას დახარჯავთ, შეიძლება, ძუნწად მიგიჩნიოთ; ხოლო თუ ბევრს დახარჯავთ, შეიძლება, საჩუქარი ქრთამად ჩათვალონ. მალაიზიაში და ბევრ სხვა ქვეყანაში არსებობს კანონი ქრთამის წინააღმდეგ.

image


ბიზნესის კეთება განსხვავებული კულტურის ხალხთან საინტერესოც არის და რთულიც. ბევრი ბიზნესმენი ცდილობს, ისწავლოს მეტი ამის შესახებ. ისინი აკეთებენ მაქსიმუმს, რომ თავიდან აიცილონ კულტურული გაუგებრობები.

image

0
168
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:_K_
_K_
168
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0